LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ნდოეთმა კორონავირუსით ინფიცირების მორიგი რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა ( + ფოტო )

კრემატორიუმები 24-საათიანი რეჟიმით მუშაობენ – ინდოეთში კრიტიკული ეპიდვითარებაა

დაპოსტა 2021/04/28-ში
A A
76
ნახვა
გაზიარება

ინდოეთში კორონავირუსისგან ყველაზე მეტად დედაქალაქი დელი და დასავლეთით მდებარე შტატი მაჰარაშტრა დააზარალა, თუმცა ინფექცია მთელი ქვეყნის მასშტაბით ძალიან სწრაფად ვრცელდება.

გადატვირთული მუშაობის გამო, დელიში კრემატორიუმები იძულებულები არიან, სახელდახელოდ მოაწყონ ფართები კოცონებისთვის, სადაც გარდაცვლილებს წვავენ. კრემატორიუმები დედაქალაქში 24-საათიანი რეჟიმით მუშაობენ. ბოლო 24 საათში დელიში 381 ადამიანი გარდაიცვალა. როგორც BBC წერს, გარდაცვლილების ახლობლებს კოცონისთვის საჭირო შეშის მიტანასაც სთხოვენ.

WhatsApp, როგორც გადარჩენის საშუალება

ინდოეთის მოსახლეობა საავადმყოფოებში თავისუფალი საწოლების, პრეპარატების, ჟანგბადის მოძიებას WhatsApp-ის საშუალებით ცდილობს. შექმნილია უამრავი ჯგუფი, სადაც ინდოელები ინფორმაციას ცვლიან. ბევრი მათგანი დახმარებას ჟურნალისტებს სთხოვს – BBC-ს კორესპონდენტი ინდოეთში ვიკას პანდი ამბობს, რომ მას უამრავი ადამიანი უკავშირდება.

“თითქმის ყველა მათგანს ერთი რამე სურს – თავისუფალი საწოლი საავადმყოფოში, ახლობელი ადამიანებისთვის. ხან მათ დახმარებას ვახერხებ, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში – არ გამომდის. არცერთი ექიმი თუ თანამდებობის პირი, რომელსაც მე ვიცნობ, ტელეფონის ზარებს არ პასუხობს.

არიან ისეთებიც, ვინც მედიკამენტებს ეძებენ – ძირითადად, ანტივირუსულ “რემდესივირს”, რომელსაც ექიმები მხოლოდ ძალიან მძიმე პაციენტებს უწერენ. შავ ბაზარზე წამალი ოფიციალურ ფასზე 10-ჯერ ძვირად იყიდება, თუმცა არც იქ არის მისი შოვნა ადვილი. ამას გარდა, მირეკავენ ჟანგბადის ბალონებისთვის, რომ მათმა ახლობელმა ადამიანებმა სუნთქვა შეძლონ” – წერს ვიკას პანდი.

რას აკეთებს მსოფლიო ინდოეთისთვის

უკვე ინდოეთშია დიდი ბრიტანეთიდან გაგზავნილი დახმარება, ქვეყანას სამედიცინო რესურსებს უგზავნის საფრანგეთი, ირლანდია, გერმანია, ამერიკის შეერთებული შტატები და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია.

აშშ-ის პრეზიდენტი აპირებს, ინდოეთში ვაქცინები გაგზავნოს – ჯო ბაიდენის თქმით, უკვე ესაუბრა ინდოეთის პრემიერ-მინისტრს ნარენდრა მოდის, თუმცა არ დაუკონკრეტებია, როდის და რა რაოდენობის ვაქცინას გაგზავნის. მანამდე კი, ბაიდენის თქმით, აშშ-სგან ინდოეთი ანტივირუსულ მედიკამენტებს მიიღებს.

გაზიარება30

დაკავშირებული -პოსტები

ქუთაისელი სასულიერო პირი, მამა ექვთიმე ლანა ლა­ტა­რი­ას მამას მიმართავს

by მეგა TV
აგვისტო 4, 2026
0
ქუთაისელი სასულიერო პირი, მამა ექვთიმე ლანა ლა­ტა­რი­ას მამას მიმართავს
მთავარი

სა­მეგ­რე­ლო­ში 26 წლის ლანა ლა­ტა­რი­ას გლო­ვო­ბენ. ახ­ლობ­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქალი სეფ­სი­სით გარ­და­იც­ვა­ლა. ლანა ლა­ტა­რი­ას 2 შვი­ლი დარ­ჩა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის ღა­მით მო­უ­ლოდ­ნე­ლად შე­უძ­ლოდ გახ­და, რის შემ­დე­გაც ქო­ბუ­ლეთ­ში, კლი­ნი­კა­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, თუმ­ცა მისი...

დაწვრილებითDetails

წარმატებული ზაფხული – ცნობილია აგვისტოს თვის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 4, 2026
0
ზოდიაქოს ამ ნიშნებს სიზმარში მომავლის დანახვა შეუძლიათ
მთავარი

ვერძი (21 მარტი – 19 აპრილი) აგვისტო ენერგიული და მოქმედებით სავსე თვე იქნება. სამსახურში ან პირად პროექტებში ახალი შესაძლებლობები გამოჩნდება. ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ და დაუგეგმავ ხარჯებს მოერიდეთ. სიყვარულში გულწრფელი...

დაწვრილებითDetails

რა უნდა იცოდეს მშობელმა, თუ ბავშვს ზაფხულში მადა დაუქვეითდა

by მეგა TV
აგვისტო 4, 2026
0
რა უნდა იცოდეს მშობელმა, თუ ბავშვს ზაფხულში მადა დაუქვეითდა
მთავარი

ზაფხულში მადის დაქვეითება ჩვეულებრივი მოვლენაა. ამ სეზონზე ბავშვს შედარებით მსუბუქი კვება სჭირდება. ეს გულისხმობს მარცვლეულს, ხილს და ბოსტნეულს, ასევე კვერცხს, ფრინველს და თევზს, რაც მდიდარია ადვილად ასათვისებელი ცილებით და ფერმენტირებული...

დაწვრილებითDetails

ცნობილია როდის დაიწყება სწავლა საქართველოს უნივერსიტეტებში

by მეგა TV
აგვისტო 4, 2026
0
აწსუ-ის ლექტორები გაფიცულ სტუდენტებს მხარს უჭერენ
მთავარი

2026-2027 სასწავლო წლის დაწყებამდე უმაღლესი სასწავლებლები ეტაპობრივად აქვეყნებენ ახალ აკადემიურ კალენდრებს. აკადემიურ კალენდარში მითითებულია რეგისტრაციის, სასწავლო პროცესისა და გამოცდების ზუსტი თარიღები. ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის სასწავლო პროცესი ყველა უნივერსიტეტში...

დაწვრილებითDetails

კოღოებისა და ტკიპების სეზონი გრძელდება – რა უნდა ვიცოდეთ და როდის უნდა მივმართოთ ექიმს

by მეგა TV
აგვისტო 4, 2026
0
როგორ უნდა ავირიდოთ თავიდან კოღოს ნაკბენი
მთავარი

ზაფხულის პერიოდში კოღოებისა და ტკიპების აქტივობა განსაკუთრებით იზრდება, რის გამოც სპეციალისტები მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ. მათი თქმით, მწერებისა და ტკიპების ნაკბენი უმეტეს შემთხვევაში სერიოზულ გართულებებს არ იწვევს, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა...

დაწვრილებითDetails

აღმოაჩინეს 2 ტონამდე ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცი

by მეგა TV
აგვისტო 4, 2026
0
აღმოაჩინეს 2 ტონამდე ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცი
მთავარი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან თანამშრომლობით, ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი, უნებართვოდ დაკლული მსხვილფეხა პირუტყვის ხორცის რეალიზაციის ფაქტი აღკვეთა. ერთობლივი ღონისძიების შედეგად, ამოღებულია და განადგურებულია 2 ტონამდე ხორცი. თავდაპირველად, სააგენტოში...

დაწვრილებითDetails

ქუთაისის ტაეკვონდოს კლუბის სპორტსმენების წარმატება

by მეგა TV
აგვისტო 4, 2026
0
ქუთაისის ტაეკვონდოს კლუბის სპორტსმენების წარმატება
მთავარი

ტაეკვონდოში ბათუმის ღია საერთაშორისო ტურნირი გაიმართა, სადაც 8 ქვეყნის 600-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა. ტურნირზე ღირსეულად იასპარეზა ქუთაისის ტაეკვონდოს კლუბის 22-მა სპორტსმენმა. შედეგები: 4 ოქროს მედალი 6 ვერცხლის მედალი 3 ბრინჯაოს მედალი...

დაწვრილებითDetails

ვერ ვიტყვი, ვინ როდის გახდა რუსოფობი, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ირაკლი კობახიძე არის რუსეთის დავალებით, ქართველების წინააღმდეგ მოქმედი პოლიტიკოსი – გრიგოლ გეგელია

by მეგა TV
აგვისტო 4, 2026
0
” ერთ ქალს შეუძლია იყოს ბევრად უფრო ძლიერი, ვიდრე მთელ კრიმინალურ ხროვას „ქართული ოცნება“ რომ ჰქვია”- გრიგოლ გეგელია
მთავარი

ნამდვილად ვერ ვიტყვი, ვინ როდის გახდა რუსოფობი. შემიძლია ვთქვა, რომ ირაკლი კობახიძე არის ის სამარცხვინო პრემიერ-მინისტრი, რომელიც ამ ქვეყნის ისტორიაში შევა, როგორც რუსეთის საგარეო დაზვერვის სპეცოპერაციის გამტარი პოლიტიკოსი, - ამის...

დაწვრილებითDetails

შეუძლებელია, ოკუპირებულ საქართველოში რუსოფობიაზე წუწუნი 7 აგვისტომდე რამდენიმე დღით ადრე შემთხვევითი იყოს – ირაკლი ფავლენიშვილი

by მეგა TV
აგვისტო 4, 2026
0
“ერთ სულ მოსახლეზე პოლიტპატიმრების რაოდენობით ყველაზე ავტორიტარულ რეჟიმებს გავასწარით” – ირაკლი ფავლენიშვილი
მთავარი

აგვისტოს ომის წლისთავამდე ცოტა ხნით ადრე ამ ნარატივის გავრცელება სწორედ ის არის, რაც კრემლს აწყობს და მის მიერ არის წაქეზებული. შეუძლებელია, ოკუპირებულ საქართველოში რუსოფობიაზე წუწუნი 7 აგვისტომდე რამდენიმე დღით ადრე...

დაწვრილებითDetails

2008 წლის აგვისტოს ომიდან 18 წელიწადი გავიდა, თუმცა, მისი უმძიმესი კვალი ჩვენს ქვეყანას დღემდე ატყვია – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
აგვისტო 4, 2026
0
ახალი პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე იქნება
მთავარი

2022 წელს უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ჩვენი საზოგადოების ოპოზიციურ, ფსევდოლიბერალურ უმცირესობაში ერთი კონკრეტული მიდგომა გამოიკვეთა, რომელიც განცალკევებულ განხილვას საჭიროებს, - წერს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე, სოციალურ ქსელში....

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"