კრამიტით გადახურვის შემდეგ, გელათში ის დროებითი, თუნუქის გადახურვაც დაზიანდა რომელსაც ტაძარი წყლის ჩაჟონვისაგან უნდა დაეცვა. უკვე დაივიწყეთ აღდგენის სამუშაობი, რომელსაც ახალი კომპანია შეასრულებს ხოლო შემსრულებელი კომპანიები “ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი” და “იკორთა 2007” 12000 – 12000 ლარით დაჯარიმდება. ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ავრცელებს. პრევენციული ქმედებებისას შესრულებული სამუშაოების ხარვეზების აღმოფხვრას დღეიდან კომპანია “ბაგინეთი +” განახორციელებს. სამუშაოების წარმართვას კი ფინანსურად სამართლებრივი პასუხისმგებლობის მქონე კომპანიები უზრუნველყოფენ. არსებული ხარვეზების გამოსწორების პროცესი სააგენტოს ინსპექციის ჯგუფის მუდმივი მეთვალყურეობით წარიმართება. -წერია კულტურული მემკიდრეობის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. მონასტრის ნაწილის თუნუქით გადახურვა მას შემდეგ გახდა საჭირო რაც კრამიტის უხარისხო გადახურვის შედეგად მონასტერში წყალი ჩავიდა და ფრესკები დაზიანდა. სამუშაობს “ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი” ახორციელებდა.
რატომ არის მნიშვნელოვანი ტრაქტორის სწორად შერჩევა?
რატომ არის მნიშვნელოვანი ტრაქტორის სწორად შერჩევა? ტრაქტორის შერჩევა დიდ გამოცდილებასა და მრავალი ფაქტორის გათვალისწინებას მოითხოვს. საქმე ისაა, რომ აგროპროცესების ხარჯთეფექტურობას და აგრონომიულ შედეგებს მნიშვნელოვნად განაპირობებს სწორად შერჩეული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა. აუცილებელია...









