კრაკოვიდან ქუთაისის მიმართულებით AIRBUS a 321 ტიპის თვითმფრინავით პირველი პირდაპირი ავიარეისი შესრულდა.
ბორტზე მყოფი 221 მგზავრიდან უმეტესობა პოლონეთის მოქალაქეები იყვნენ.
ამ დღესთან დაკავშირებით, პირველი რეისის მგზავრებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში სიმბოლური საჩუქრები ქართული ღვინო და ქართული წარმოების ჩირი ,,ჩიკორი“ დაურიგდათ.
პოლონეთის სიდიდით მეორე ქალაქი და ძველი დედაქალაქი – კრაკოვი რიგით მეხუთე მიმართულება, სადაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან მოხვედრაა შესაძლებელი. პოლონეთის სამეცნირო, კულტურულ და ხელოვნების ცენტრის მიმართულებით რეისები კვირაში ორი სიხშირით 4 აგვისტოდან სრულდება.