თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორითენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ საქართველოში ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებლით აოგნებულია.
“დღეში უნდა იცრებოდეს 30-40 ათასი ადამიანი იმისათვის, რომ წლის ბოლომდე მივაღწიოთ 65 პროცენტიან აცრას. ჩვენ სულ 20 პროცენტი გვყავს სრულად ორჯერადად აცრილი, ისრაელს 40 პროცენტი ჰყავს სამჯერ აცრილი. საქართველოში ვაქცინაციის მხრივ არის აბსურდის თეატრი. ასეთი რაღაცის წარმოდგენაც კი კოშმარია, განსაკუთრებით ხანდაზმულებისთვის, რას ფიქრობენ მათი ოჯახის წევრები, ვისაც ასაკოვანი ადამიანები ჰყავთ და არ ცრიან, წირავენ სასიკვდილოდ. პირდაპირ საბოტაჟს უწევს მოსახლეობის ნაწილი საკუთარ ჯანმრთელობას, სიცოცხლეს და შესაბამისად, სახელმწიფოს”, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
ცნობისთვის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოს მოზრდილი მოსახლეობის 29.3 პროცენტი სრულად ვაქცინირებულია. 5 ოქტომბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 1 826 786 აცრა.
სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 991 141 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 34.9%. სრულად ვაქცინირებულია 835 645 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 29.3 %.
4 ოქტომბერს აიცრა 8 106 ადამიანი.