კოსმოსში სასტუმროების მშენებლობა დაიწყეს და მზის სისტემის ხედით გაღვიძება შესაძლოა, მოგზაურობის მომავალი იყოს.
CNN-ის ინფორმაციით, უჩვეულო პროექტის სათავეში ამერიკული კომპანია დგას. სასტუმრო მბრუნავი ბორბლის ტიპის იქნება და დედამიწის გარშემო იტრიალებს.
დასაწყისისთვის ორი კომპლექსის აშენება იგეგმება, პირველს სახელად „ვოიაჟერი“ ეწოდება და 400 სტუმარს დაიტევს. მეორე პროექტი შედარებით მცირე მასშტაბისაა, მხოლოდ 28 ადამიანზეა გათვლილი და მისი ამოქმედება 2025 წლიდან იგეგმება.
საინტერესოა, რომ გარდა სასტუმროს ფუნქციისა, პროექტი საოფისე ფართებსაც მოიცავს და მათ დაქირავებას ნებისმიერი მსურველი შეძლებს.
თავად სასტუმრო ძალიან ძვირადღირებული არ იქნება, მისი მთავარი ხიბლი კოსმოსური ხედებია და ნომრები საკმაოდ ბიუჯეტურად დაპროექტდება.
იდეის ავტორები იმის პირობასაც დებენ, რომ კოსმოსური სადგურის მონახულება მომავალში კიდევ უფრო გაიაფდება. მანამდე კი პირველმა მსურველებმა რიგის დაკავება დაიწყეს და ამ ეტაპისთვის სია ძირითადად მილიონერებითაა დაკომპლექტებული.