წყალტუბოს “სათნოების სახლის” ერთ-ერთი ბენეფიციარი მარინა ბაკურაძე, რომლის კორონავირუსით დაინფიცირების შესახებას ინფორმაციაც რამდენიმე დღის წინ გავრცელდა, ამბობს, რომ მას ვირუსი არ დაუდასტურდა.
ბაკურაძე ამბობს, რომ სისხლში მხოლოდ ანტისხეულები აღმოაჩნდა და ის არც კლინიკაში გადაუყვანიათ.
ვინ და რატომ გაავრცელა არასწორი ინფორმაცია ქალბატონის შესახებ – ამ კითხვაზე პასუხი არ აქვთ დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოში.
“იყო რამდენიმე შემთხვევა სავარაუდოები, რომლებზეც ჩვენ მეთვალყურეობა დავაწესეთ. ვინც კარანტინში და თვითიზოლაციაში გვყავდა, ეს შემთხვევები ჩვენთვის შესაძლო შემთხვევებად ითვლებოდა. ანტისხეულების ტესტირებით თუ არის დადებითი, ითვლება სავარაუდოდ, დამადასტურებელი არის PSR მეთოდი. თუ PSR მეთოდით არ დადასტურდა შემთხვევა, ინფორმაცია ითვლება უკუგდებულად ასეთი პირის შესახებ,” – განაცხადა აავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსმა გოჩა გიორგაძემ.
წყალტუბოს “სათნოების სახლის” ბენეფიციარის ინფიცირების შესახებ ინფორმაცია დაახლოებით ათი დღის წინ გავრცელდა, მასთან კონტაქტის გამო ანალიზები აუღეს მერიის და სათნოების სახლის თანამშრომლებს, ასევე ბენეფიცირებსაც.
rustavi2.ge