ლონდონის იმპერიალ კოლეჯის მეცნიერებმა კორონავირუს COVID-19-ის საწინააღმდეგო ახალი ვაქცინა თაგვებზე გამოსცადეს. მკვლევარები რამდენიმე კვირის განმავლობაში მღრღნელების სისხლს დააკვირდებიან და ვირუსზე ანტისხეულების რეაქციას დაადგენენ. მათი მიზანი დაავადების საწინააღმდეგო ეფექტური და უსაფრთხო საშუალების პოვნაა.
ვაქცინის შესაქმნელად ცხოველებსა და ადამიანებზე კლინიკური ცდების ჩატარებაა საჭირო, რაც ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესია. შესაბამისად, საბოლოო შედეგს მხოლოდ 2020 წლის ბოლოსთვის უნდა ველოდოთ.
“ვიმედოვნებთ, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას ადამიანებზე პირველები ჩვენ გამოვცდით. ეს ჩვენი მიზანია. რამდენიმე თვეში, კვლევის პირველი ეტაპის დასრულებისთანავე, ცდებს უკვე ადამიანის ორგანიზმზე ჩავატარებთ, რასაც ასევე თვეები დასჭირდება. ვაქცინის მიღებას კი, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის დასასრულს შევძლებთ“, – განაცხადა ლონდონის იმპერიალ კოლეჯის მკვლევარმა, პოლ მაკქეიმ.
Popx.ge