კორონავირუსმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ მაკვანეთში მცხოვრები დედა-შვილის, ვალენტინა ღლონტის და ირმა ჩხაიძის სიცოცხლე შეიწირა.
„ქალბატონი ვალენტინა დაახლოებით 50 წელი ასწავლიდა რუსულ ენას და ლიტერატურას სოფელ მაკვანეთის საჯარო სკოლაში, მისი შვილი ირმა ჩხაიძე კი 30 წელია ჩვენი სკოლის პედაგოგი იყო. ის მათემატიკას ასწავლიდა.
ქალბატონმა ვალენტინამ შარშან მიიღო გადაწყვეტილება და აღარ არ ასწავლიდა სკოლაში. ირმა კი მოქმედი პედაგოგი იყო.
ორივე მათგანი შემიძლია გავიხსენო, როგორც ღირსეული და განათლებული ადამიანები, რომლებსაც თავიანთი საქმე ძლიერ უყვარდათ.
დამწუხრებული ვართ და ძალიან განვიცდით მთელი სკოლა მათ დაკარგვას. თანავუგრძნობთ გარდაცვლილების ოჯახს“, – განაცხადა „გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ამირან თოიძემ.