საქართველოში ახალი კორონავირუსისგან უკვე 50 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებ-გვერდზე, STOP.GOV.GE-ზე არის განთავსებული.
ამავე მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულია 208 ადამიანი. გარდაცვლილია 3 პაციენტი. კარანტინის რეჟიმშია – 4682 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 375 მოქალაქეა.