კორონავირუსით ინფიცირებული ნომერი მე-4 პაციენტი, 44 წლის მამაკაცი, რომლის მდგომარეობაც მძიმე იყო, თბილისის ინფექციური კლინიკიდან გაეწერა ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ინფექციურ კლინიკაში განუცხადეს. ის ერთ-ერთია 10 გამოჯანმრთელებული პაციენტიდან.
როგორც ინფექციურ საავადმყოფოში განაცხადეს, გამოჯანმრთელებული პაციენტი გუშინ გაეწერა. ის კლინიკაში 20 დღის მანძილზე მკურნალობდა.
შეგახსენებთ, კორონავირუსის მე-4 შემთხვევა საქართველოში 5 მარტს დაფიქსირდა. 44 წლის მამაკაცი საქართველოს მოქალაქეა, რომელმაც იტალიაში იმოგზაურა, საქართველოში დაბრუნების შემდეგ კი სიმპტომები განუვითარდა. მისი მდგომარეობა მძიმე იყო. მას ორმხრივი პნევმონია აღენიშნებოდა.[coronavirus-new-infected-death-chart starting_population=”7727439400″ unkillable_elite_in_bunkers=”50000″ start_date=”01-01-2020″ initial_infections=”2″ infection_rate=”3″ incubation_days=”10″ mortality_rate=”3″ mortality_complicator=”10″ burnout_rate=”4″ iteration_count=”50″]










