ბელგიაში, ქალაქ გენტში საშობაო ღონისძიებები კორონავირუსის ყოველდღიური შემთხვევების გამო გაუქმდა. გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.
„სიტუაცია ძალიან მძიმეა. ჩვენ გვიწევს იმის თქმა, რომ ზედმიწევნით უნდა დავიცვათ დაწესებული ზომები. სამედიცინო ექსპერტები ამბობენ, რომ დისტანციის დაცვა სასიცოცხლო მნიშვნელობას ატარებს, ამიტომ საშობაო ღონისძიებებზე გაგვიჭირდება მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა“,- განაცხადა გენტის მერმა.