თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 174-მდე გაიზარდა. მან ჟურნალისტებს განუცხადა :
“დილით დადასტურებული შემთხვევა 170 იყო. ჩვენს ცენტრში დღეს ჩატარდა 15 პაციენტზე ტესტირება და 4 პაციენტთან დადებითი შედეგი მივიღეთ. ამ ეტაპზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ 174 პაციენტია დადასტურებული კორონავირუსზე. ამ ოთხი პაციენტის წყარო სხვადასხვაა. ერთი პაციენტის წყარო არის სომხეთიდან ჩამოსული პირი, რომელიც ჩვენთან მკურნალობს, დანარჩენი სამი პაციენტის წყარო არის ეროვნული ბანკი. ამ პაციენტების ზოგადი მდგომარეობა ჯერჯერობით მძიმე არ არის, მათი მდგომარეობა სტაბილურია და გამოკვლევების შედეგებით შესაძლებელი იქნება შეფასდეს საბოლოოდ, როგორი იქნება მათი ზოგადი მდგომარეობა. 4 პაციენტის გარდა, ყველა პასუხი ნეგატიური იყო“,- აცხადებს ეზუგბაია.
ცნობისთვის, სპეციალურად შექმნილ საიტზე, stopcov.ge-ზე განთავსებული ბოლო მონაცემების თანახამდ, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 174-ს შეადგენს. მათგან გამოჯანმრთელებულია 36 პაციენტია. გარდაიცვალა 2 ადამიანი. ამ დროისთვის კარანტინში 5067 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 330 პირია.