მსოფლიოში კორნავირუსით ინფიცირებულია 110,034 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 62,271 პაციენტი. „როიტერის“ ცნობით, ვირუსს ემსხვერპლა 3,826 ადამიანი.
სტატისიკური მონაცემების თანახმად, გამოჯანმრთელდა ინფიცირებულთა 56.6%, ხოლო გაირდაიცვალა 3.5%. ჩინეთში ინფიცირებულია 80,735 და გარდაცვლილია 3,119 ადამიანი.
ჩინეთის შემდეგ, ყველაზე მეტად დაზარალდა იტალია, სადაც ინფიცირებულთა რიცხვმა 7,375 მიაღწია, ხოლო გარდაიცვალა 366 პაციენტი.