LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
კომპანიებმა კომპენსაციის მიმღებ დასაქმებულებზე განცხადები 30 მაისის ჩათვლით უნდა წარადგინონ

კომპანიებმა კომპენსაციის მიმღებ დასაქმებულებზე განცხადები 30 მაისის ჩათვლით უნდა წარადგინონ

დაპოსტა 2020/05/21-ში
A A
353
ნახვა
გაზიარება

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური კიდევ ერთხელ მოუწოდებს დამსაქმებელ კომპანიებს, შეასრულონ მთავრობის დადგენილებით მათზე დაკისრებული ვალდებულება და დროულად უზრუნველყონ შესაბამისი ინფორმაციის წარმოდგენა, რათა დაქირავებით დასაქმებულებმა კუთვნილი კომპენსაციების თანხები შეუფერხებლად მიიღონ, – ამის შესახებ ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რო მთავრობის N286 დადგენილებაში განხორციელდა ცვლილებები, რის საფუძველზეც კომპენსაციის მიმღებ დასაქმებულ პირთა წრე გაფართოვდა.

დამსაქმებელმა კომპანიებმაგანაცხადები 30 მაისის ჩათვლით უნდა წარადგინონ.

აქვე გაცნობებთ, რომ ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის N286 დადგენილებაში განხორციელდა ცვლილებები, რის საფუძველზეც გაფართოვდა კომპენსაციის მიმღებ დასაქმებულ პირთა წრე. კერძოდ, კომპენსაციის მიღების უფლება აქვს: დაქირავებულს, მათ შორის პირს, რომელიც ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო იმყოფება შვებულებაში, თუ ის დაქირავებით საქმიანობას ეწეოდა 2020 წლის პირველი სამი თვიდან რომელიმე ერთ თვე მაინც, იღებდა ხელფასს და 2020 წლის 1-ელ ივნისამდე შეუწყდა ან შეუჩერდა შრომითი ურთიერთობა დამქირავებელთან.

ამასთან, კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ კომპენსაციის მიღების უფლება აქვს იმ დაქირავებულს, რომელსაც 2020 წლის 1-ელ ივნისამდე ნებისმიერი მიზეზით შეუწყდა ან შეუჩერდა შრომითი ურთიერთობა დამქირავებელთან და აკმაყოფილებს დადგენილებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

ასევე, გაცნობებთ რომ დამსაქმებელი კომპანიების მიერ განაცხადების წარდგენის სავალდებულო ვადა – 20 რიცხვი გახანგრძლივდა მხოლოდ მაისის თვეში და ის განისაზღვრა 30 მაისის ჩათვლით.

ინფორმაცია ზემოაღნიშნული ცვლილებების შესახებ, შემოსავლების სამსახურის მიერ, უკვე გაეგზავნა 46 753 მეწარმე სუბიექტს. ამასთან, უწყების შესაბამის თანამშრომელთა სრული მობილიზების შედეგად, მიმდინარეობს პირდაპირი სატელეფონო კომუნიკაცია დაახლოებით 22 000 დამსაქმებელთან, რომელთაც წარმოდგენილი აქვთ გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაცია, მაგრამ არ აქვთ წარმოდგენილი კომპენსაციის მიმღებ პირებზე შესაბამისი განცხადება ან წარმოდგენილი აქვთ აღნიშნული განცხადება არასრულყოფილად (უფრო ნაკლები რაოდენობის პირი ჰყავთ მითითებული, ვიდრე უკვე წარდგენილ დეკლარაციაშია ასახული).

მომხმარებლისთვის საინტერესო ყველა ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე www.rs.ge და უწყების ახალ პროგრამულ პორტალზე https://www.rs.ge/kompensacia, რომელიც კომპენსაციის მიღებით დაინტერესებულ პირს შესაძლებლობას აძლევს თავად გადაამოწმოს კომპენსაციის მიმღებთა რეესტრი.

დამსაქმებელი კომპანიების მიერ კომპენსაციის გაცემისთვის საჭირო ელექტრონული განაცხადის ფორმა და შევსების წესი შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულებზე: https://eservices.rs.ge/ServiceRequestNew.aspx?p=751

https://www.rs.ge/common/get_doc.aspx?id=10898

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ დაუკავშირდეთ შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო სატელეფონო ცენტრს: 2 299 299 ან მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე info@rs.ge“, – ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.

გაზიარება141

დაკავშირებული -პოსტები

ავარიას 16 წლის გოგო ემსხვერპლა, დაშავებულია კიდევ 3 ახალგაზრდა

by მეგა TV
აგვისტო 27, 2026
0
“მეზობლებს ხშირად ესმოდათ კივილისა და ბავშვის ტირილის ხმა…” – დააკავეს ქალი, რომელმაც 6 წლის შვილს თავი მოკვეთა (უცხოეთი)
მთავარი

ერთი ადამიანი გარდაიცვალა, სამი კი მძიმედ დაშავდა, წუხელ, ოზურგეთში მომხდარი ავარიის შედეგად. - ინფორმაციას გურიის მოამბე ავრცელებს “როცა კლინიკაში შემოიყვანეს დაზარალებულს აღენიშნებოდა სიცოცხლისათვის შეუთავსებელი ტრამვები-ქალა ფუძის და მენჯის ძვლის მოტეხილობა,...

დაწვრილებითDetails

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

by მეგა TV
აგვისტო 27, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს:   27-28 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, 27 აგვისტოს დილის საათებიდან აფხაზეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში, 28 აგვისტოს...

დაწვრილებითDetails

27 აგვისტოს ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 27, 2026
0
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოეს დღეებში – სინოპტიკოსების პროგნოზი
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან შემომავალი შედარებით გრილი და სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოს უმეტეს...

დაწვრილებითDetails

ბუკნარში სანდასუფთავების მანქანა ამავე კომპანიის თანამშრომელს დაეჯახა – კაცი ადგილზე დაიღუპა

by მეგა TV
აგვისტო 26, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში სანდასუფთავების მანქანა ამავე კომპანიის თანამშრომელს დაეჯახა - კაცი ადგილზე დაიღუპა - ინფორმაციას გამოცემა ბათუმელები ავრცელებს და თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ დასუფთავების მანქანა უკუსვლით მოძრაობდა, რა დროსაც...

დაწვრილებითDetails

თბილისის ზღვაში 4 დღეა მოზარდს ეძებენ

by მეგა TV
აგვისტო 26, 2026
0
თბილისის ზღვაში 4 დღეა მოზარდს ეძებენ
მთავარი

თბილისის ზღვაში 4 დღეა მოზარდს ეძებენ. გავრცელებული ინფორმაციით, უმოდ სოფიევი ცურვისას ზღვაში 23 აგვისტოს გაუჩინარდა. სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.

დაწვრილებითDetails

ქალი მაღაზიაში უგონოდ დაეცა – ექიმებმა კიდევ ერთი სიცოცხლე გადაარჩინეს

by მეგა TV
აგვისტო 26, 2026
0
ქალი მაღაზიაში უგონოდ დაეცა – ექიმებმა კიდევ ერთი სიცოცხლე გადაარჩინეს
მთავარი

გორის რაიონის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გამოძახება ლოზუნგით უგონო მიიღო, ერთ ერთი მაღაზიიდან დახმარებას ითხოვდნენ, ბრიგადა ადგილზე 3 წუთში მივიდა. თვითმხილველების გადმოცემით 64 წლამდე ქალბატონი დახლთან მივიდა, მოულოდნელად ცუდად გახდა და...

დაწვრილებითDetails

“გპირდები, შენს სიკვდილს არავის შევარჩენ ჩვენო ანგელოზო”

by მეგა TV
აგვისტო 26, 2026
0
“გპირდები, შენს სიკვდილს არავის შევარჩენ ჩვენო ანგელოზო”
მთავარი

გპირდები, შენს სიკვდილს არავის შევარჩენ ჩვენო ანგელოზო, მარი ჩემი რძლის, ანას დაა!! 25 აგვისტოს, სახლიდან სასეირნოდ გასული ბავშვი, სახლთან ახლოს მდებარე ხიდიდან გადმოვარდაო.... გადმოვარდნის სწორ ვერსიას, აუცილებლად დავადგენთ - წერს...

დაწვრილებითDetails

მძიმე ავარია – ავტომობილი დედა-შვილს დაეჯახა

by მეგა TV
აგვისტო 26, 2026
0
ავტოსაგზაო შემთხვევებს 442, ხოლო ხანძრებს 48 ადამიანი ემსხვერპლა – საქსტატი
მთავარი

გარდაბანი-რუსთავის გზაზე მძიმე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. სოფელ ბოტანიკას ტერიტორიაზე დედას და მის 6 წლის შვილს მანქანა დაეჯახა. ინფორმაციას 24news.ge ავრცელებს.   ავტოსაგზაო შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც დედა-შვილი გზის გადაკვეთას ცდილობდა....

დაწვრილებითDetails

დღეს მამა გაბრიელის დაბადების დღეა

by მეგა TV
აგვისტო 26, 2026
0
ძლიერი ლოცვა, რომელიც მამა გაბრიელის ხატთან უნდა წარმოთქვათ
მთავარი

26 აგვისტო მამა გაბრიელის დაბადების დღეა. ქართველი საეკლესიო მოღვაწე – არქიმანდრიტი, ბერი. ქართველი წმინდანი. საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ 2012 წლის 20 დეკემბერს შერაცხა წმინდანთა რიგებში და მისი ხსენების დღედ დააწესა 2...

დაწვრილებითDetails

საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
აგვისტო 26, 2026
0
საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
მთავარი

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და საზოგადოებას აფრთხილებს. „ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელში გამოგონილი სასულიერო პირის სახელით ვრცელდება ყალბი გვერდები, ინფორმაცია (სტატუსები) და ფოტოები, რომლებითაც ითხოვენ თითქოს...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"