LIVE TV
ორშაბათი, იანვარი 26, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

კომპანიები საქართველოში, სადაც წილს რუსული კომპანიები ან რუსეთის მოქალაქეები ფლობენ

დაპოსტა 2022/03/05-ში
197
ნახვა
გაზიარება

საქართველოში 7 000-ზე მეტი კომპანიაა რეგისტრირებული, რომელთა სრული ან გარკვეული წილის მფლობელი რუსეთის ფედერაციის კომპანიები ან/და მოქალაქეები არიან. ამის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მიერ რუსეთზე საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულების საკითხების შესწავლის შედეგების შესახებ გამოქვეყნებულ კვლევაშია აღნიშნული.

 

 

„7 000-ზე მეტი კომპანიიდან 1,230 კომპანია 1995 წლიდან 2012 წლამდე დარეგისტრირდა, ხოლო 5,500-მდე — 2013-2020 წლებში. ახალი კომპანიების რეგისტრაციის რეკორდული რაოდენობა – დაახლოებით 1 200 – 2018 წელს დაფიქსირდა; რუსეთის იმ მოქალაქეების ნახევარზე მეტი, ვინც საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას ფლობს, ქართული გვარის მქონე პირია; მსხვილი რუსული კომპანიები წარმოდგენილი არიან საქართველოს ეკონომიკის ყველა სექტორში, მათ შორის, ენერგეტიკაში, მძიმე და მსუბუქ მრეწველობაში, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში, საფინანსო სექტორში, კომუნიკაციებში, სათამაშო ბიზნესში, რესტორნებსა და სასტუმროებში,“- ნათქვამია კვლევაში.

 

 

კვლევის თანახმად, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში 7 000-ზე მეტი კომპანიაა, რომლის მფლობელები რუსეთის კომპანიები და მოქალაქეები არიან, ყველა მათგანზე, განსაკუთრებით მცირე და საშუალო კომპანიებზე, ინფორმაციის მოპოვება, ფაქტობრივად, შეუძლებელია. შესაბამისად, ორგანიზაცია კვლევაში გვთავაზობს ინფორმაციას, მხოლოდ 20 მსხვილ კომპანიაზე.

 

 

სს„თელასი“

დღემდე „თელასის“ 75%-ს „ინტერ რაო“ ფლობს, რომლის საკონტროლო პაკეტის მფლობელი რუსული სახელმწიფო კომპანიები: „როსნეფტგაზ გრუპი“ და „ინტერ რაო კაპიტალ გრუპია“. „თელასის“ 25% 2020 წლის აგვისტოდან კერძო კომპანია შპს „ბესტ ენერჯი გრუპს” ეკუთვნის, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი ხვიჩა მაქაცარიაა.

 

 

სს „ხრამჰესი I“ და სს „ხრამჰესი II“

დღეს „ხრამჰესი I“-ისა და „ხრამჰესი II“-ის მფლობელი Gardabani Holding B.V.-ია, რომელიც „ინტერ რაოს“ შვილობილი კომპანიაა.

 

 

შპს „ენერგია“ („ლარსი ჰესი“, „შილდა ჰესი“)

შპს „ენერგიას“ 70%-ს რუსეთის მოქალაქე მევლუდი ბლიაძე ფლობს, ხოლო 30%-ს — შპს „ფერი“. „ფერის“ მფლობელები საქართველოს მოქალაქეები იოსებ მჭედლიშვილი და კახაბერ შევარდნაძე არიან.

 

 

სს „გაერთიანებული ენერგეტიკული სისტემა საქრუსენერგო“

კომპანიის 50%-ს საქართველოს სახელმწიფო კომპანია სს „საპარტნიორო ფონდი“ ფლობს, 50%-ს კი — რუსეთის ფედერაცია, კერძოდ სს „ერთიანი ენერგო სისტემის ფედერალური ქსელური კომპანია“. ეს კომპანია რუსეთის ფედერაციის ელექტროენერგიის გადაცემის საქსელო სისტემის ოპერატორი და მმართველია.

 

 

შპს „მაინინგ ინვესთმენთსი“ (შპს RMG Gold და შპს RMG Copper)

შპს RMG Gold-ს 96.2%-ს შპს „მაინინგ ინვესთმენთს“ ფლობს, ხოლო 3.8%-ს — შპს RMG Copper. შპს RMG Copper-ის მფლობელიც „მაინინგ ინვესთმენთსია“. შპს „მაინინგ ინვესთმენთსის“ 100%-ის მფლობელი კვიპროსზე რეგისტრირებული კომპანია შპს „ფემთილონ ჰოლდინგს ლიმითიდი“ არის, რომლის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე რუსეთის მოქალაქე დიმიტრი ტროიცკია, ხოლო თავმჯდომარის მოადგილე საქართველოს მოქალაქე კახაბერ მჭედლიშვილია. ამავე კომპანიის გენერალური დირექტორი რუსეთის მოქალაქე ვლადიმირ პეტროვია. შპს RMG Gold-ის 2019 წლის ფინანსური ანგარიშის მიხედვით, კომპანიის საბოლოო მაკონტროლებელი მხარე რუსეთის მოქალაქეები დიმიტრი ტროიცკი და დიმიტრი კორჟევი არიან.

 

 

სს „ელმავალმშენებელი“

2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ამ კომპანიის აქციების 87%-ის მფლობელი ოფშორში, მალტაზე რეგისტრირებული კომპანია შპს „ლოკო ტრანს კომპანია“, 12.8%-ს საქართველოს სახელმწიფო ფლობს, 0.2%-ს კი შრომითი კოლექტივი. „ელმავალმშენებლის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე რუსეთის მოქალაქე იგორ ტუგბაევია. საბჭოს 7 წევრიდან 6 ასევე რუსეთის მოქალაქეა, ერთი კი — საქართველოს მოქალაქე. ეს შესაძლოა იმას მიანიშნებდეს, რომ მალტაში რეგისტრირებული კომპანიის საბოლოო ბენეფიციარები რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები არიან.

 

 

შპს „ჩენელ ენერჯი (ფოთი) ლიმითედ – საქართველო“

შპს „ჩენელ ენერჯი (ფოთი) ლიმითედ – საქართველოს“ 75%-ს გიბრალტარში რეგისტრირებული კომპანია „ჩენელ ენერჯი (ერა) ლიმიტედ“, ხოლო 25%-ს სს „კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური“ ფლობს. „ჩენელ ენერჯი (ერა) ლიმიტედის“ საბოლოო ბენეფიციარი Petrocas Energy International-ია, რომელიც რუსეთში მოღვაწე ქართული წარმოშობის ბიზნესმენთან, დავით იაკობაშვილთან დაკავშირებული კომპანიაა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 2014 წლის ბოლოს Petrocas Energy International-ის 49% რუსულმა კომპანიამ „როსნეფტმა“ შეიძინა.

 

 

შპს „ფოთის მარცვლეულის ტერმინალი“

ამ კომპანიის 50%-ს ოფშორში, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული კომპანია „თაუერ ქეფითელ თრეიდინგ“ ფლობს, ხოლო 50%-ს – შპს „აგრიკომი“. „აგრიკომის“ 100%-იანი წილის მფლობელი რუსეთის მოქალაქე კონსტანტინე ოსიპოვია, ხოლო „თაუერ ქეფითელ თრეიდინგის“ საბოლოო ბენეფიციარები უცნობია.

 

 

შპს „აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის“ საქართველოს ფილიალი („აიდიეს ბორჯომი“)

„აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანი“ ოფშორში, ნიდერლანდების ანტილის კუნძულებზე, კურასაოზე არის რეგისტრირებული. კომპანიის დირექტორი რუსეთის მოქალაქე ვლადიმირ აშუროვია. კომპანიის საბოლოო ბენეფიციარები უცნობია. საქართველოს ფილიალის დირექტორი რუსეთის მოქალაქე მიხაილ პროვოტოროვია.

 

 

შპს „ვიმ-ბილ-დან საქართველო“

კომპანიის 100%-ს რუსეთში რეგისტრირებული სააქციო საზოგადოება „ვიმ-ბილ-დან“ ფლობს. კომპანია 1992 წელს დაარსდა და მის დაფუძნებაში ჩართული იყო დავით იაკობაშვილი. 2010 წლიდან „ვიმ-ბილ-დან“-ს ამერიკული „პეპსიკო“ ფლობს.

 

 

შპს „ტიფლისსკი ვინნი პოგრებ“

შპს „ტიფლისსკი ვინნი პოგრებ“ 2003 წელს დარეგისტრირდა. ამ კომპანიის 100%-ის მფლობელი რუსეთში რეგისტრირებული შპს „დკ-სერვისია“.

 

 

შპს „ვიონი საქართველო“ („ბილაინი“)

კომპანიის წილებს ოფშორში, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული ორი კომპანია ფლობს: შპს „ვოთერთრაილ ინდასტრიზ“ – 71%-ს და „ინვესტიკო ალიანსე“ – 29%-ს.

 

 

„ვიონი საქართველო“ „ბილაინის“ ბრენდით არის წარმოდგენილი. „ბილაინის“ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, „ვიონი საქართველო“ საერთაშორისო ჯგუფ VEON-ში შედის. VEON ნიდერლანდებშია რეგისტრირებული, თუმცა მისი აქციების 47.9%-ს Letterone Investment Holdings S.A ფლობს, რომლის დამფუძნებელი და მაკონტროლებელი რუსი ბიზნესმენი მიხაილ ფრიდმანია.

 

 

სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“

„ვითიბი ბანკი ჯორჯია“ რუსული „ვითიბი ბანკის“ შვილობილი კომპანიაა. „ვითიბი ბანკის“ აქციების დაახლოებით 59%-ს კი რუსეთის ფედერაციის მთავრობა ფლობს. „ვითიბი ბანკი ჯორჯია“ საქართველოში სიდიდით მე-4 ბანკია, აქტივებით ის მხოლოდ „თიბისი ბანკს“, „საქართველოს ბანკს“ და „ლიბერთი ბანკს“ ჩამორჩება.

 

 

შპს „მეტრა დეველოპმენტი“

შპს „მეტრა დეველოპმენტის“ 50%-ს რუსეთის მოქალაქე ალექსეი სონკი ფლობს, ხოლო მეორე 50%-ს ასევე რუსეთის მოქალაქე — ალექსეი ვოლჩკოვი.

 

 

შპს „ალიუდ იუნიტას ჯორჯია“

კომპანიის 65%-ს კვიპროსზე რეგისტრირებული კომპანია Peftersona Limited ფლობს, 30%-ს – რუსეთის მოქალაქე ილია ბულიჩევი, ხოლო 5%-ს საქართველოს და რუსეთის ორმაგი მოქალაქეობის მქონე ლევან ქორქაშვილი ფლობს. კვიპროსზე რეგისტრირებული კომპანია Peftersona Limited-ის საბოლოო ბენეფიციარები უცნობია.

 

 

შპს „როიალ ბატონი“

შპს „როიალ ბატონის“ 100%-ს რუსეთის მოქალაქე იური კოროტჩენკო ფლობს.

 

 

შპს „ლუკოილ-ჯორჯია“

კომპანიის 100%-ის მფლობელი შვეიცარიაში რეგისტრირებული სს „ლიტასკოა“. „ლიტასკოს“ საბოლოო ბენეფიციარი კი რუსული კოპანია „ლუკოილია“.

 

 

„იანდექს ტაქსი“

ტაქსის ონლაინ გამოძახების რუსული კომპანია „იანდექს ტაქსი“ საქართველოში 2016 წელს შემოვიდა და მოკლე დროში ბაზრის ერთ-ერთი ლიდერი გახდა. „იანდექს ტაქსი“ რუსულ ინტერნეტ კომპანია Yandex-ის შვილობილ კომპანია Yandex.Go-ს ეკუთვნის.

გაზიარება79

დაკავშირებული -პოსტები

“აუცილებელია ვიცოდეთ, რა წარმოქმნის ფასნამატის აუცილებლობას” – გია ვოლსკი

იანვარი 24, 2026
89
მთავარი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, აუცილებელია იმ მარშრუტის ზედმიწევნის ცოდნა, რომელსაც საქონელი დახლებამდე გადის, რათა გაირკვეს, თუ რა წარმოქმნის იმ ფასნამატს, „რაც მოსახლეობას მძიმე ტვირთად აწევს“. როგორც გია ვოლსკიმ, სასურსათო პროდუქტებზე ფასების შემცირებასთან...

დაწვრილებითDetails

სიახლე ექთნებისა და მეან-ექთნებისის – ნახეთ რა გევალებათ

იანვარი 24, 2026
1k
მთავარი

ექთნებისა და მეან-ექთნებისთვის სახელმწიფო რეესტრი იქმნება. შედეგად, ექთნებს რეესტრში ავტორიზაციის გავლა მოუწევთ. რეესტრის წარმოების წესი უკვე დამტკიცებულია, ცვლილებები კი 2026 წლის 26 იანვრიდან ამოქმედდება. „ექთნებისა და მეან-ექთნების რეესტრის წარმოება სახელმწიფო...

დაწვრილებითDetails

ავადმყოფი ერი ვართ? არა, მაშინ რა ხდება?- კარდიოქირურგი ნიკოლოზ ვაშაყმაძე პოსტს აქვეყნებს

იანვარი 24, 2026
2.4k
მთავარი

კარდიოქირურგი ნიკოლოზ ვაშაყმაძე პოსტს აქვეყენებს. "რატომ გახდა კარდიოქირურგია "ცეხავიკების" საქმე?"- სვამს ის კითხვას და სამედიცინო სექტორში არსებულ  მძიმე მდგომარეობაზე საუბრობს: "კომენტარად დავწერე და ვფიქრობ გასტატუსება არ იქნება ურიგო: რატომ გახდა...

დაწვრილებითDetails

არასრულწლოვანის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

იანვარი 24, 2026
258
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, რუსთავში, არასრულწლოვანის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს. არსებული ინფორმაციით, დაკავებული ასევე არასრულწლოვანია. შემთხვევა გუშინ მოხდა. ფაქტს წინ, სავარაუდოდ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა, რა დროსაც 16 წლის...

დაწვრილებითDetails

„ქართული ოცნების” მიერ განსხვავებული აზრის მზარდი ჩახშობა“ – ჰელსინკის კომისია ბრიფინგს გამართავს

იანვარი 24, 2026
46
მთავარი

ჰელსინკის კომისია საქართველოში არსებული ვითარების შესახებ ბრიფინგს გამართავს, - ამის შესახებ ინფორმაცია კომისიის ვებგვერდზეა განთავსებული. კომისიის ცნობით, ბრიფინგი, სახელწოდებით „ქართული ოცნების" მიერ განსხვავებული აზრის მზარდი ჩახშობა“, 28 იანვარს, თბილისის დროით 23:00 საათზე...

დაწვრილებითDetails

გერმანიაში საქართველოს მოქალაქე ქურდობის ბრალდებით დააკავეს

იანვარი 24, 2026
293
მთავარი

გერმანიაში, ქალაქ დუისბურგში, საქართველოს მოქალაქე ქურდობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას გერმანული მედია "PRESSPORTAL" ავრცელებს. დუისბურგში გერმანიის პოლიციის თანამშრომლებმა 38 წლის ქართველი მამაკაცი დააკავეს. მამაკაცი რომელზეც ძარცვისთვის დაკავების ორდერი წინასწარ იქნა გაცემული, ქუჩაში შემოწმების დროს...

დაწვრილებითDetails

ბათუმში მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრის მშენებლობა დაიწყო

იანვარი 24, 2026
31
მთავარი

ბათუმში, ჩაქვის დასახლების ტერიტორიაზე მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრის კომპლექსის მშენებლობა დაიწყო. პროექტის ფარგლებში, 26 696 კვადრატულ მეტრ ფართობზე გათვალისწინებულია მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრის ორი იდენტური ბლოკის მოწყობა. ბლოკებში განთავსდება 180 დამოუკიდებელი ვოლიერი,...

დაწვრილებითDetails

ოსკარის ნომინანტები ცნობილია

იანვარი 24, 2026
46
მთავარი

ამერიკის კინოაკადემიამ წლევანდელი ოსკარების ნომინანტები დაასახელა. 13 ნომინაციით ამერიკული ფილმი, პოლ თომას ანდერსონის ბრძოლა ბრძოლის შემდეგ ლიდერობს. 9-9 ნომინაცია მიიღო მარტი დიდებულმა და ფრანკენშტეინმა ოსკარის დაჯილდოების ცერემონია თბილისის დროით 17 მარტს, 4:00 საათზე გაიმართება. 2026 წლის...

დაწვრილებითDetails

პატიმრობა ტროტუარზე დგომისთვის – ახალ პრაქტიკას ამკვიდრებს, რომელიც რუსეთის მსგავსი ავტორიტარული ქვეყნებისთვისაა დამახასიათებელი – „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“

იანვარი 24, 2026
28
ფოტო: მარიამ ნიკურაძე
მთავარი

პატიმრობა ტროტუარზე დგომისთვის - ეს გადაწყვეტილებები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, ადამიანის უფლებების სფეროში მოქმედ ყველა საერთაშორისო სტანდარტს და ახალ პრაქტიკას ამკვიდრებს, რომელიც რუსეთის მსგავსი ავტორიტარული ქვეყნებისთვის არის დამახასიათებელი, - ასე ეხმაურება „საერთაშორისო...

დაწვრილებითDetails

ცვლილება ჯანდაცვის სფეროში, რომელიც 26 იანვრიდან ამოქმედდება

იანვარი 24, 2026
71
xr:d:DAFHIEqHaUk:5,j:31316064576,t:22072217
მთავარი

ექთნებისა და მეან-ექთნებისთვის სახელმწიფო რეესტრი იქმნება, რომლის ფარგლებში მათ ავტორიზაციის გავლა მოუწევთ. რეესტრის წარმოების წესი უკვე დამტკიცებულია, ხოლო ახალი რეგულაციები ძალაში 2026 წლის 26 იანვრიდან შევა. დოკუმენტის მიხედვით, რეესტრი უზრუნველყოფს...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».