LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
რუსეთი კორონავირუსისგან იწვის – ალექსანდრე ლუკაშენკო

კომპანიები რომლებიც გავიდნენ ან დარჩნენ რუსეთში

დაპოსტა 2022/06/13-ში
A A
65
ნახვა
გაზიარება

უკრაინაში ომის დაწყებიდან, თითქმის, 1000-მა კომპანიამ რუსეთში ოპერაციები ნებაყოფლობით შეამცირა, რაც საერთაშორისო სანქციების შესახებ კანონის მოთხოვნათა მინიმუმზე ზედა ზღვარის შესაბამისად მოხდა. თუმცა ზოგიერთი კომპანია რუსეთში საქმიანობას განაგრძობს. ამის შესახებ ბიზნესლიდერთა სწავლების ინსტიტუტის, Yale School of Management-ის განახლებულ ანგარიშში წერია, რომელიც ინსტიტუტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

Yale-მა 1200-ზე მეტი კომპანიის განცხადება შეისწავლა, რომლის წინა სიაც რუსეთიდან „გასული“ და „დარჩენილი“ კომპანიების მხოლოდ ორი კატეგორიით იყოფოდა. ამჯერად Yale-მა რუსეთიდან გასული კომპანიების სია ბიზნესოპერაციების სრულად შეწყვეტის მიხედვით ხუთი, A-დან F-მდე კატეგორიით დაყო.

F კატეგორია 246 უცხოურ კომპანიას აერთიანებს, რომელმაც რუსეთიდან გასვლაზე ან ოპერაციების შემცირებაზე უარი განაცხადა და რუსეთში ჩვეული რეჟიმით საქმიანობს. ამ კომპანიებს შორის არიან: Air China (ჩინეთი), Air Serbia (სერბეთი), Alibaba (ჩინეთი), Anadolu Efes (თურქეთი), Ariston Group (იტალია), Auchan-Retail (საფრანგეთი), Benetton (იტალია), Chipita (საბერძნეთი), Clarins (საფრანგეთი), Didi (ჩინეთი), Egyptair (ეგვიპტე), Emirates Airlines (გაერთიანებული საემიროები), Etam (საფრანგეთი), Fondital (იტალია), Fujifilm (იაპონია), Giorgio Armani (იტალია), Globus (გერმანია), Gorenje (სლოვენია), Honor (ჩინეთი), Koton (თურქეთი), Makita (იაპონია), Pegasus (თურქეთი), Qatar Airways (ყატარი), Turkish Airlines (თურქეთი), Uzbekistan Airways (უზბეკეთი) და სხვ.

D კატეგორიაში შედიან კომპანიები, რომლებმაც რუსეთში ახალი ინვესტიციები და განვითარება შეაჩერეს. მათი რაოდენობა 161-ს შეადგენს. კერძოდ, ამ კატეგორიის კომპანიებმა გადადეს სამომავლოდ დაგეგმილი ინვესტიციები, განვითარება, მარკეტინგი, თუმცა არსებით ბიზნესს განაგრძობენ. ესენია: Bolt (ესტონეთი), Domino’s Pizza (აშშ), Hilton (აშშ), HiPP (შვეიცარია), HSBC (დიდი ბრიტანეთი), Huawei (ჩინეთი), Hyatt (აშშ), Intercontinental Hotels (დიდი ბრიტანეთი), Johnson & Johnson (აშშ), Knauf (გერმანია), Lenovo (ჰონგ კონგი), Nestle (შვეიცარია), Pfizer (აშშ), Philips (ნიდერლანდები), Procter & Gamble (აშშ), Red Bull (ავსტრია), Roche (შვეიცარია), Sanofi (საფრანგეთი), Subway (აშშ),Toshiba Group (იაპონია), Xiaomi (ჩინეთი) და სხვ.

C კატეგორიის 162-მა კომპანიამ რუსეთში მიმდინარე ოპერაციები შეამცირა, ანუ ეს არის კომპანიები, რომლებიც ზოგიერთ მნიშვნელოვან ბიზნესოპერაციებს ამცირებენ, მაგრამ ზოგიერთ სხვა საქმიანობას განაგრძობენ. ამ კომპანიებს შორის აირან: Adobe (აშშ), Bosch (გერმანია), Coca-Cola (აშშ), Credit Suisse (შვეიცარია), Eni (იტალია), Ferrero (იტალია), Goldman Sachs (აშშ), Herbalife (აშშ), Indesit (იტალია), Iveco (იტალია), JPMorgan (აშშ), Lotos (პოლონეთი), Mars (აშშ), Microsoft (აშშ), Pepsi (აშშ), Philip Morris (აშშ), Total Energies (საფრანგეთი), Toyota (იაპონია), UBS (შვეიცარია), Valentino (იტალია) და სხვ.

B კატეგორიის 475 კომპანიამ რუსეთში დასაბრუნებლად შესაძლებლობები დაიტოვა. ისინი დროებით ზღუდავენ უმეტეს ან თითქმის ყველა ოპერაციას, ხოლო დაბრუნების გზებს ღიად ტოვებენ. ესენია: Acer (ტაივანი), Adidas (გერმანია), Air Astana (ყაზახეთი), Air France (საფრანგეთი), Airbnb (აშშ), Alphabet (აშშ), Amazon (აშშ), American Airlines (აშშ), American Express (აშშ), Apple (აშშ), Asus (ტაივანი), Audi (გერმანია), Austrian Airlines (ავსტრია), Azerbaijan Airlines (აზერბაიჯანი), BMW (გერმანია), Booking (აშშ), Bridgestone Tire (იაპონია),British Airways (დიდი ბრიტანეთი), Budweiser Budvar (ჩეხეთი), Canon (იაპონია), Chevron (აშშ), eBay (აშშ), Ericsson (შვედეთი), FedEx (აშშ), Ferrari (იტალია), Ford (აშშ), Fujitsu (იაპონია), H&M (შვედეთი),Honda (იაპონია), Hugo Boss (გერმანია), Hyundai (სამხრეთ კორეა), Ikea (შვედეთი), Intel (აშშ), Kärcher (გერმანია), KLM (ნიდერლანდები), L’Oreal (საფრანგეთი), Lego (დანია), Levi Strauss (აშშ), LG Electronics (სამხრეთ კორეა), Maersk (დანია), Marriott (აშშ), Mastercard (აშშ), Mazda (იაპონია), Mercedes-Benz (გერმანია), Meta (აშშ), Mitsubishi Motors (იაპონია), Nike (აშშ), Nissan (იაპონია),Panasonic (იაპონია), Porsche (გერმანია), Puma (გერმანია), Renault (საფრანგეთი), Rolex (შვეიცარია), Samsung (სამხრეთ კორეა), Sony (იაპონია), Victoria’s Secret (აშშ), Visa (აშშ), Volkswagen (გერმანია), Volvo (შვედეთი), Western Union (აშშ), Wizz Air (უნგრეთი), Xerox (აშშ) და სხვ.

A კატეგორიაში ე.წ. Clean Break-ის, ანუ ქირურგიული მოკვეთის, რეზექციის გადწყვეტილების მიმღები 325 კომპანია შედის, რომლებიც რუსეთში ჩართულობას მთლიანად აჩერებენ ან საბოლოოდ ტოვებენ ქვეყანას. ამ კომპანიებს შორის არიან: McKenzie (აშშ), Bonava (შვედეთი), BP (დიდი ბრიტანეთი), Deutsche Telekom (გერმანია), Exxon (აშშ), Heineken (ნიდერლანდები), Henkel (გერმანია), HP (აშშ), IBM (აშშ), JYSK (დანია), Lufthansa (გერმანია), McDonald’s (აშშ), Moody’s (აშშ), Nasdaq (აშშ), Netflix (აშშ), Nokia (ფინეთი), OBI (გერმანია), Pandora (დანია), PwC (აშშ), Qantas Airlines (ავსტრალია), Rio Tinto (ავსტრალია), S&P 500, ანუ S&P Dow Jones Indices (აშშ), Shell (დიდი ბრიტანეთი), Siemens (გერმანია), Skoda (ჩეხეთი), Societe Generale (საფრანგეთი), Spotify (შვედეთი), Starbucks (აშშ), TeamViewer (გერმანია), TUI (გერმანია), Uber (აშშ), United Airlines (აშშ), Valio (ფინეთი), Vitol (შვეიცარია) და სხვ.

Yale-ის ინსტიტუტმა პირველი სია 28 თებერვალს გამოაქვეყნა, როცა მხოლოდ რამდენიმე ათეულ კომპანიას ჰქონდა გამოცხადებული რუსეთიდან გასვლა, რაც ორ თვეში, თითქმის, 1000 კომპანიამდე გაიზარდა.

სია ფინანსური ანალიზის, ეკონომიკის, ბუღალტერიის, სტრატეგიის, მმართველობის, გეოპოლიტიკისა და ევრაზიის საკითხებში Yale-ის ქსპერტთა გუნდმა შეადგინა, რომელიც 10 ენას, მათ შორის რუსულს, უკრაინულს, გერმანულს, ფრანგულს, იტალიურს, ესპანურს, ჩინურს, ინდურს, პოლონურსა და ინგლისურს ფლობს. მონაცემების შედგენისთვის მთავრობის მარეგულირებელი და საგადასახადო დოკუმენტები, კომპანიების განცხადებები, ფინანსური ანალიტიკოსების ანგარიშები, Bloomberg-ის, FactSet-ის, MSCI-ის, Thomson Reuters-ის კვლევები, ასევე, 166 ქვეყნის ბიზნეს-მედიისა და არასაჯარო წყაროები იქნა გამოყენებული.

bpn.ge

გაზიარება26

დაკავშირებული -პოსტები

28 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
მაისი 28, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი   საკმაოდ სწორი სტრატეგია გაქვთ გათვლილი, ვის უნდა ენდოთ და ვინ გაიაზრებს თქვენს სამოქმედო გეგმას, ამიტომ, საქმიანი კავშირებიც სამომავლოდ უფრო მდგრადი და მოქნილი იქნება.   კურო   მოსალოდნელია გაუგებრობები...

დაწვრილებითDetails

პირი, რომელზეც გორში სამართალდამცავებმა ფიზიკურად იძალადეს, გაათავისუფლეს

by მეგა TV
მაისი 27, 2026
0
პირი, რომელზეც გორში სამართალდამცავებმა ფიზიკურად იძალადეს, გაათავისუფლეს
მთავარი

პაპუნა ლოცულაშვილი, რომელზეც გორში სამართალდამცავებმა ფიზიკურად იძალადეს, გაათავისუფლეს. ადვოკატის თქმით, სამართალდამცველებმა მას მიაწოდეს ინფორმაცია, რომ დაკავებული გათავისუფლდა და ექსპერტიზაზე გადაჰყავთ. "ზეპირად მითხრეს, რომ გავათავისუფლეთ და ექსპერტიზაზე გადაგვყავსო. დოკუმენტებით არ მინახავს,...

დაწვრილებითDetails

აბსოლუტურად მიუღებელი კადრებია და რა თქმა უნდა, შესაბამის სახელმწიფო უწყებებს უნდა ჰქონდეთ და ექნებათ, სათანადო რეაგირება – ირაკლი კობახიძე გორში პოლიციელების მიერ მოქალაქის ცემის ფაქტზე

by მეგა TV
მაისი 27, 2026
0
” სადაც არის საბოტაჟის სავარაუდო ნიშნები, ყველგან საჭიროა გამოძიება” – ირაკლი კობახიძე
მთავარი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სამართალდამცავების მხრიდან გორში მოქალაქეებზე განხორციელებულ ძალადობას ექნება სათანადო რეაგირება შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მიერ.   პრემიერის განცხადებით, სამართალდამცავების ქმედებები, რაც კადრებში ჩანს „აბსოლუტურად მიუღებელია“.   „მე...

დაწვრილებითDetails

მამაკაცი, რომელსაც პოლიციელები ფიზიკურად გაუსწორდნენ, დააკავეს

by მეგა TV
მაისი 27, 2026
0
პოლიციელების მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
მთავარი

პაპუნა ლოცულაშვილი, რომელზეც გორში სამართალდამცავებმა ფიზიკურად იძალადეს, დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია ადვოკატის განცხადებით, დაკავებულს ბრალდება 353-ე მუხლით წარედგინა, რაც პოლიციის მუშაკების მიმართ წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს მათი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ძალადობის...

დაწვრილებითDetails

ვალუტის კურსი შეიცვალა

by მეგა TV
მაისი 27, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6716 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6732 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0016...

დაწვრილებითDetails

ძლიერი წვიმა და ქარი, ტემპერატურის მკვეთრი კლება – როდემდე გაგრძელდება უამინდობა

by მეგა TV
მაისი 27, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
მთავარი

საქართველოში არამდგრადი ამინდები გრძელდება. სინოპტიკოსების ინფორმაციით, უახლოეს დღეებში ქვეყნის მასშტაბით მოსალოდნელია როგორც ძლიერი წვიმა და ქარი, ისე ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი კლება. სინოპტიკოსების პროგნოზით, მიმდინარე კვირაში დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში იწვიმებს,...

დაწვრილებითDetails

გამოცდების ეროვნული ცენტრი ინფორმაციას აქვეყნებს

by მეგა TV
მაისი 27, 2026
0
ჯერ არ გამოსულა და მართლა წერს, გონია – ქუთაისის მარგალიტები ეროვნული გამოცდებიდან
მთავარი

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, აბიტურიენტების მხრიდან ყველაზე მაღალი ინტერესი არჩევით საგნებს შორის ისტორიისა და მათემატიკის მიმართ დაფიქსირდა. მოთხოვნად საგნებს შორის ასევე არის ბიოლოგია, ქიმია, სამოქალაქო განათლება,...

დაწვრილებითDetails

ახალციხეში, მეხუთე სართულიდან ქალი გადავარდა

by მეგა TV
მაისი 27, 2026
0
მტკვრიდან არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს
მთავარი

ახალციხეში მეხუთე სართულიდან ქალი გადავარდა. ის დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. შემთხვევის ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. ერთ–ერთი თვითმხილველის თქმით, ქალი პირველი სართულის მიშენების სახურავზე დავარდა.

დაწვრილებითDetails

საჩხერეში საცხოვრებელი ბინის ნაწილი ჩამოიშალა

by მეგა TV
მაისი 27, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

საჩხერეში საცხოვრებელი ბინის ნაწილი ჩამოიშალა. ინფორმაციას "მთავარი" ადგილობრივზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. სხვა დეტალები უცნობია.

დაწვრილებითDetails

ბოდბის მონასტერში, ექსკურსიის დროს, გოგონა რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა

by მეგა TV
მაისი 27, 2026
0
ბოდბის მონასტერში, ექსკურსიის დროს, გოგონა რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა
მთავარი

ბოდბის მონასტერში ექსკურსიის დროს 12 წლის გოგონა დაშავდა. გოგონა ბოლნისის მუნიციპალიტეტის ერთ- ერთი საჯარო სკოლის მეექვსე კლასელია. ის შემთხვევის დროს პედაგოგებსა და მშობლებთან ერთად, მონასტრის დასათვალიერებლად იმყოფებოდა. ადგილობრივების ინფორმაციით, გოგონა,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"