
გერმანიაში ექიმმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ცარიელი ამპულებით კიოლნის ტაძრის ასლი ააწყო. როგორც Deutsche Welle იტყობინება ბასტიან კირში თერაპევტია და კიოლნის ერთ-ერთ სამედიცინო ცენტრში მუშაობს. მან ცარიელი ამპულებს დანიშნულება მოუძებნა,უტილიზაციის ორიგინალური მეთოდიც მოიფიქრა და მათი გამოყენებით ცნობილი კიოლნის ტაძრის ასლი ააწყო. ამ ყველაფრის შესაქმნელად ბასტიანს 220 ამპულის გამოყენება დასჭირდა.









