კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” პარტნიორი ორგანიზაციები ირაკლი აბსანძის დაკავებას მედიის დაშინების მცდელობად მივიჩნევთ
გავრცელებული ინფორმაციით, “ქართული ოცნების” ოფისთან 12 პირი დააკავეს, მათ შორისაა საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი ირაკლი აბსანძე https://police.ge/…/shinagan-saqmeta…/14797…
ვიდეოკადრებში ჩანს, რომ ჟურნალისტი პოლიციას წინააღმდეგობას არ უწევს და მას ამ დროს აკავებენ.
მნიშვნელოვანია, რომ ირაკლი აბსანძეს ბოლო დღეებში სოციალურ ქსელში აპროტესტებდა ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტებს და ხელისუფლების წარმომადგენლებს აკრიტიკებდა.
მოვუწოდებთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თავი შეიკავოს ჟურნალისტების შევიწროვებისა და დაშინების მსგავსი მექანიზმის გამოყენებისაგან.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
მედიაკლუბი
Alliance of Broadcasters – Georgia / რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი
მედიის განვითარების ფონდი MDF Media Development FoundationMedia Rights • მედიის უფლებები
ღია საზოგადოების ფონდი I Open Society Georgia Foundation
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა / Georgian Democracy Initiative
სატელევიზიო ქსელი










