
კლიმატის ცვლილების გავლენა საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე განსაკუთრებით მძიმე იქნება ყველაზე დაუცველი მოსახლეობისთვის. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ანგარიშშია ნათქვამი. კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული ზემოქმედების ხარისხი დროთა განმავლობაში დიდწილად იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ დაუყოვნებლივ რა ზომები იქნება მიღებული გამონაბოლქვის შესამცირებლად. ანგარიშში, გაეროს ჯანდაცვის ორგანო აცხადებს, რომ კლიმატის ცვლილება საფრთხეს უქმნის გლობალური ჯანმრთელობის სფეროში მიღწეულ პროგრესს.









