მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე აცხადებს, რომ ამ ეტაპზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობა არ არის.
“კლინიკაში გადაყვანის ახლა აუცილებლობა არ არის, მაგრამ საუბედუროდ დადგება ეგ მომენტი.
ყველაფერი ინდივიდუალურია და ყველა ადამიანი განსხვავებულად რეაგირებს შიმშილზე, მაგრამ არ უნდა დაივიწყოთ, რომ ეს არის პოლიტიკური აქტი, პოლიტიკური შიმშილი, შესაბამისად, პოლიტიკური შიმშილი კიდევ სხვანაირად მიდის.
მე ხვალაც ვაპირებ მოსვლას. ვნახოთ, როგორ იქნება. სიარული უჭირს თუ არა, ეს როგორ მოგიყვეთ, წარმოიდგინეთ, ადამიანი ორი კვირაა შიმშილობს, ცხადია, რომ წითელი ლოყები ვერ ექნება.
კიდურების მხრივ პრობლემა არ აქვს, მაგრამ გადაადგილება უჭირს თუ არა ამის შეფასება რთულია, რადგან იქ ძალიან პატარა ადგილია” – განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.










