“ჩელსის” გოლკიპერი, კეპა არისაბალაგა მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ შესაძლოა ლონდონური კლუბიდან წავიდეს. როგორც ვარაუდობენ, დიდი ალბათობით, კეპა პრემიერ ლიგაში აღარ დარჩება. შეგახსენებთ, 27 წლის ესპანელი კარის დარაჯი “ჩელსიმ” 2018 წლის ზაფხულში “ბილბაოდან” 80 მილიონი ევროს სანაცვლოდ იყიდა.
მიმდინარე სეზონში კეპამ ყველა ტურნირზე ერთად ლონდონელთა მაისურით 13 მატჩი ჩაატარა, 8 გოლი გაუშვა და საკუთარი კარი მშრალად 7-ჯერ შეინახა.