უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი კახოვსკას ჰესის კაშხალის აფეთქების შემდეგ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს საგანგებო სხდომას გამართავს. განცხადება ამის შესახებ საბჭოს მდივანმა, ოლექსეი დანილოვმა გააკეთა.
“უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, კახოვკას წყალსაცავის კაშხლის აფეთქებასთან დაკავშირებით, გადაწყვიტა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს საგანგებო სხდომის ჩატარება”, – დაწერა დანილოვმა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხრეთის სარდლობისა და ხერსონის სამხედრო ადმინოსტრაციის ცნობით, რუსებმა კახოვსკას ჰიდროელექტროსადგური ააფეთქეს. დატბორვის რისკის ქვეშ მყოფი ქალაქებიდან მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო.
წყალდიდობის საფრთხის წინაშე არიან მდინარე დნეპრის მარჯვენა ნაპირზე მდებარე დასახლებები.