კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელმა კახეთში 20%-ს გადააჭარბა.
როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსი აცხადებს, რეგიონის კოვიდკლინიკებში თავისუფალი ადგილი აღარ არის.
“14 დღიანი დადებითობის მაჩვენებელი არის 17%, 7-დღიანი 19%, ხოლო გასული 24 საათის დადებითობის მაჩვენებელი 20%-ს ასცდა კახეთის რეგიონში. შესაბამისად, მაღალია ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი, კახეთის კოვიდჰოსპიტლებში არცერთი ადგილი აღარ არის, სრულად არის დატვირთული.
ეს კავშირშია, სეზონურად, შემოდგომის გაზრდილ მობილობასთან. მნიშვნელოვანი ზრდა რთველმა გამოიწვია, არ ხდებოდა არსებული რეგულაციების დაცვა. პირველივე დღეებში დაიწყო მატება სკოლებსა და ბაღებში.
გუშინდელი მდგომარეობით, კახეთში დაკეტილია 39 საბავშვო ბაღი და 6 სკოლა გადაყვანილია ონლაინ სწავლაზე,”- აცხადებს ნელი ხიზანიშვილი.










