მე ასეთი აზრი მაქვს, რომ შეიძლება აქამდე საერთოდ არ მისულიყო, რომ მომხდარიყო ელემენტარულად გახსნა კარისა – ასე აფასებს ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში შექმნილ ვითარებას.
“მე ასეთი აზრი მაქვს, რომ შეიძლება აქამდე საერთოდ არ მისულიყო, რომ მომხდარიყო ელემენტარულად გახსნა კარისა, რადგან ქართული გამოთქმა არის : ნათქვამს ერთი კუდი აქვს და უთქმელს ათასიო, შესაბამისად ის, რომ ეს კარები იყო დახშული საფუძვლიანად, თუ უსაფუძვლოდ, მაგრამ ფაქტობრივად ეს ძალიან ბევრ ეჭვებს აღძრავს და ამან უფრო გამოიწვია ასეთი ვითარება, ამან უფრო გაართულა და დაძაბა საერთოდ მთელი საზოგადოება. ალბათ, აქამდე არ მივიდოდა საქმე, ბევრად უფრო ყოველგვარი ემოციური ფონის გარეშე, თუ რამე გამოსასწორებელი იყო, ალბათ უნდა გამოსწორებულიყო,”- ამბობს მეუფე გრიგოლი.
მიტროპოლიტი დღეს სასამართლოს გადაწყვეტილებასაც გამოეხმაურა, რომელიც პანსიონიდან ბავშვების გაყვანას ეხება და იმედი გამოთქვა, რომ გადაწყვეტილება “ყოველგვარი სირთულეებისა და ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე” აღსრულდება.










