კანადაში ქალი ბალიშზე ჩამოვარდნილმა მეტეორიტმა გააღვიძა. ინფორმაციას Victoria News ავრცელებს.
კოსმოსურმა ობიექტმა სახურავი ჩალეწა და მძინარე ქალის ბალიშზე დაეცა.
“მე უბრალოდ შევხტი და შუქი ავანთე, ვერ გავიგე, რა მოხდა”, – თქვა მან.
რუთ ჰამილტონის თქმით, მან ირგვლივ მიმოიხედა და შენიშნა ქვა, რომელიც მის ბალიშზე იდო.
“შემეშინდა, როდესაც ეს მოხდა. ვფიქრობდი, რომ ვიღაც დამახტა, ან ეს იყო იარაღი ან რამე მსგავსი”, – ამბობს ქალი,.
ჰამილტონი არ დაშავებულა. ის მეტეორიტის სამახსოვროდ შენახვას აპირებს.
“მე უბრალოდ გაოგნებული ვარ იმით, რომ ეს არის ვარსკვლავი, რომელიც ციდან მოდის. ის ალბათ მილიარდობით წლისაა”, – აღნიშნა ქალმა.










