სასტიკი ანგარიშსწორება ხარაგაულში, სადღესასწაულო სუფრაზე – პოლიცია გაქცეულ დამნაშავეს ამ დრომდე ეძებს.
“პირველების” ინფორმაციით, 50 წლის გუჯა ბერაძის მკვლელობისა და 40 წლის კიკნაძის დაჭრის შემდეგ მკვლელმა პატარა ხარაგული ავტომობილით დატოვა.
ირკვევა, რომ სიტყვიერი დაპირისპირება მთავარამგელოზობის დღესასწაულის აღსანიშნავ შეკრებაზე მოხდა, კამათი მალე დაპირისპირებაში გადაიზარდა, საბოლოოდ კი მკვლელობით დასრულდა.
არსებული ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებულმა გუჯა ბერაძეს რამდენჯერმე ესროლა. კაცი მაშინ გარდაიცვალა, როცა ის შემთხვევის ადგილის დატოვებას საკუთარი ავტომობილით ცდილობდა.
რაც შეეხება დაჭრილს მის გადარჩენას ექიმები ამ წუთებში ცდილობენ.