,,კაი გემოვნება ჰქონიათ რუს ოლიგარქებს. ეს ადგილი ნიუ იორკის ცენტრია მანჰეტენი.
ქალაქის ცენტრში არის ცენტრალ პარკი, რომელიც მთლიანად მანჰეტენს ჟანგბადით ამარაგებს და ყველასათვის საყვარელი განტვირთის ადგილია.
ცენტრალ პარკის გვერდზე, მდებარეობს მსოფლიოში ყველაზე ცნობილი და ძვირადღირებული ქუჩა მეხუთე ავენიუ.
მეხუთე ავენიუზე და ზოგადად ცენტრალ პარკის გარშემო უამრავ საცხოვრებელ შენობებში , რუსი ოლიგარქები ცხოვრობდნენ .
65 რუს ოლიგარქს ჰქონდა ბინა პარკის მიმდებარედ , რომლებიც პირდაპირ პარკს გადმოჰყურებს.
ჰოდა ამერიკის მთავრობამ, აქედან 61 ოლიგარქს ყველა ბინა ჩამოართვა, ხოლო დარჩენილი ოთხი ბინა ოლიგარქებმა მოასწრეს და გაყიდეს.
თუმცა გაყიდული ბინებისგან მიღებული თანხები , ამერიკის ხელისუფლებამ გაუყინა რუს ოლიგარქებს.
ამ 61 ბინას ამერიკის ხელისუფლება გაყიდის აუქციონის წესით და მიღებულ თანხას, უკრაინელ ლტოლვილებს მოახმარს , რომლებიც ყოველ დღიურად ათასობით შემოდიან შტატებში.
ჩამორთმეული ბინებიდან , თითეულის ღირებულება 40 მილიონი დოლარიდან იწყება.
მადლობა ამერიკის შეერთებულ შტატებს.
????❤️”-წერს ქართველი ბლოგერი.