LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
სათამაშო ბიზნესის მორიგი რეკორდი – ბრუნვამ 52 მლრდ ლარს გადააჭარბა

კაზინოებს, რომლებიც საერთაშორისო ტურნირებს ჩაატარებენ, საგადასახადო შეღავათს დაუწესებენ

დაპოსტა 2026/10/27-ში
A A
0
ნახვა
გაზიარება

საერთაშორისო აზარტული ტურნირების ჩატარების შემთხვევაში კაზინოებისთვის საგადასახადო შეღავათების დაწესება იგეგმება. პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით, თუ ტურნირის საპრიზო ფონდი 3 მილიონ ლარს აღემატება, კაზინო შესაბამისი კლუბის მაგიდისთვის დაწესებული სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლისგან გათავისუფლდება. ამასთან, უცხო ქვეყნის მოქალაქეები ასეთ ტურნირებში მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდებიან. ცვლილება შედის ექვს სხვადასხვა კანონში, მათ შორის საგადასახადო კოდექსში, ასევე ლიცენზიების და ნებართვების შესახებ კანონში, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ კანონსა და ლატარიების და აზარტული თამაშების მოწყობის შესახებ კანონში.

პარლამენტში კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა დღეს დაიწყო და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა ცვლილებათა პაკეტს მხარი დაუჭირა.

საკანონმდებლო პაკეტის ავტორია პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, შოთა ბერეკაშვილი, ასევე ქართული ოცნების სხვა დეპუტატები – თორნიკე ბერეკაშვილი, ირაკლი მეზურნიშვილი და გიორგი ბარვენაშვილი.

ცვლილებების მიზნად კანონპროექტის ავტორები საერთაშორისო აზარტული ტურნირების ორგანიზებისთვის სამართლებრივი ჩარჩოს შექმნასა და საქართველოს ტურისტული პოტენციალის ზრდას ასახელებენ. მათი განმარტებით, საერთაშორისო პოკერისა და მსგავსი ღონისძიებების ჩატარებამ შესაძლოა ქვეყანაში უცხოელი ვიზიტორების დამატებითი ნაკადი მოიზიდოს და ეკონომიკურ აქტივობას შეუწყოს ხელი.

კანონპროექტის მიხედვით, საერთაშორისო აზარტული ტურნირის ჩატარებას მხოლოდ სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელი შეძლებს. ტურნირში მონაწილეთა სულ მცირე 70% უცხო ქვეყნის მოქალაქე უნდა იყოს. ღონისძიების ორგანიზებისთვის ცალკე ნებართვა იქნება საჭირო, რომლის წლიური სანებართვო მოსაკრებელი 100 000 ლარს შეადგენს.

სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლისგან გათავისუფლება იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ კაზინო კლუბის მაგიდას მხოლოდ საერთაშორისო აზარტული ტურნირის ჩასატარებლად გამოიყენებს და ღონისძიების საპრიზო ფონდი 3 მილიონ ლარს გადააჭარბებს. მოქმედი განაკვეთით, კლუბის თითოეულ მაგიდაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი კვარტალში 4 000-დან 14 000 ლარამდეა. თუ ტურნირის საპრიზო ფონდი 3 მილიონ ლარს არ აღემატება ან მაგიდა მხოლოდ ასეთი ღონისძიებისთვის არ გამოიყენება, მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება შენარჩუნდება.

საგადასახადო კოდექსში დაგეგმილი ცვლილების თანახმად, 3 მილიონ ლარზე მეტი საპრიზო ფონდის მქონე საერთაშორისო აზარტულ ტურნირში უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ მიღებული შემოსავალი საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდება. სხვა ფიზიკური პირების მიერ მიღებული დასაბეგრი შემოსავალი კი 20%-ით დაიბეგრება.

საკანონმდებლო პაკეტი სანქციებსაც ითვალისწინებს. საერთაშორისო ტურნირის მოწყობის სანებართვო პირობების დარღვევისთვის ჯარიმა 50 000 ლარი იქნება, ხოლო შესაბამისი ნებართვის გარეშე ტურნირის ორგანიზება ან ჩატარება 150 000 ლარის ოდენობით დაჯარიმებას გამოიწვევს. სანებართვო პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ნებართვა შესაძლოა გაუქმდეს.

განმარტებითი ბარათის მიხედვით, ცვლილებების გავლენა სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებზე დამოკიდებული იქნება გაცემული ნებართვებისა და ჩატარებული ტურნირების რაოდენობაზე, საპრიზო ფონდების მოცულობასა და საგადასახადო შეღავათების მასშტაბზე.

წყარო: bm.ge

📰 გააგრძელე კითხვა...
გაზიარება

დაკავშირებული -პოსტები

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ახალ უფროსად რამაზ თათარაშვილი დაინიშნა

by მეგა TV
ოქტომბერი 27, 2026
0
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ახალ უფროსად რამაზ თათარაშვილი დაინიშნა
მთავარი

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ახალ უფროსად რამაზ თათარაშვილი დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ იუსტიციის სამინისტროში დაუდასტურეს. მანამდე, ცნობილი გახდა, რომ გიორგი პატარიძემ პენიტენციური სამსახურის უფროსის თანამდებობა დატოვა. შეგახსენებთ, დღეს დილით გავრცელდა...

დაწვრილებითDetails

მსჯელობენ რუსთავის მეექვსე ციხის უფროსის, შოთა ტრაპაიძის გათავისუფლებაზე – იუსტიციის მინისტრი

by მეგა TV
ოქტომბერი 27, 2026
0
სამზარეულოს კუთხე, დიდი ტელევიზორები, კონდიციონერები | რა პირობები აქვთ შექმნილი ქურდებს  ციხეში
მთავარი

სასჯელაღსრულების სისტემა შეიძლება რუსთავის #6 დაწესებულების ხელმძღვანელმაც დატოვოს - დღეს, 27 ოქტომბერს, იუსტიციის მინისტრმა, პაატა სალიამ "პირველებს" დაუდასტურა, რომ მსჯელობენ, შოთა ტრაპაიძის თანამდებობდიან გათავისუფლებაზე. "პირველების" ჟურნალისტი დაინტერესდა, რჩება თუ არატრაპაიძე დაკავებულ თანამდებობაზე, რაზეც სალიამ...

დაწვრილებითDetails

“2021-2025 წლებში საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 9.3% შეადგინა, ეს ტენდენცია წელსაც გრძელდება” – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
ოქტომბერი 27, 2026
0
” იმედი მაქვს, ნაკლებად ვიხილავთ ევროპელი ბიუროკრატების მხრიდან თავდასხმას ქართულ სახელმწიფოზე” – ირაკლი კობახიძე
მთავარი

2021-2025 წლებში საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 9.3 პროცენტი შეადგინა. ეს ტენდენცია წელსაც გრძელდება: წინასწარი მონაცემებით, 2026 წლის პირველ 8 თვეში ეკონომიკურმა ზრდამ 7.6%-ს მიაღწია. აღსანიშნავია, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდა მნიშვნელოვანწილად განპირობებულია...

დაწვრილებითDetails

წყალი 14 საათით შეწყდება – გადაამოწმეთ მისამართები

by მეგა TV
ოქტომბერი 27, 2026
0
როდის აღდგება ქუთაისში წყალმომარაგება ?
მთავარი

28 ოქტომბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი თბილისში ,გლდანის რაიონში, აკაკი ხორავას და დოდო აბაშიძის ქუჩების კვეთის მიმდებარედ წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ქსელზე აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს. კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს 28 ოქტომბრის დილის...

დაწვრილებითDetails

ისრაელში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

by მეგა TV
ოქტომბერი 27, 2026
0
ისრაელში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
მთავარი

ისრაელის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემის პროცესი დაიწყო, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს. ხმის მიცემის უფლება დაახლოებით 7.3 მილიონ ადამიანს აქვს, საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 7:00 საათზე გაიხსნა და...

დაწვრილებითDetails

თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტი ამოიღეს

by მეგა TV
ოქტომბერი 27, 2026
0
“ვიფიქრე სახლი დაინგრა”-გურჯაანში მაღაზიის  აფეთქება სცადეს
მთავარი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული  საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,  განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვის ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს. ბრალდებულის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებულია სხვადასხვა დასახელების  4 930 კოლოფი სიგარეტი....

დაწვრილებითDetails

ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

by მეგა TV
ოქტომბერი 27, 2026
0
“ერთმა მეორეს ესროლა ხელყუმბარა”-თბილისში ლაღიძის ქუჩაზე აფეთქება მოხდა
მთავარი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის, ასევე რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით სხვადასხვა დროს სამი...

დაწვრილებითDetails

სარეალიზაციოდ დაფასოებული 24 შეკვრა „მეთადონი“ ამოიღეს

by მეგა TV
ოქტომბერი 27, 2026
0
“ორი შვილის თვალწინ იარაღით მოკლა”-ახალგაზრდა კაცმა ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა
მთავარი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს. შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა...

დაწვრილებითDetails

საქართველოდან უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე გააძევეს

by მეგა TV
ოქტომბერი 27, 2026
0
საქართველოდან უცხო ქვეყნის 34 მოქალაქე გააძევეს
მთავარი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. შსს-ს ცნობით, მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად ქვეყნიდან...

დაწვრილებითDetails

ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

by მეგა TV
ოქტომბერი 27, 2026
0
ამინდი იცვლება – 7 სექტემბრის პროგნოზი
ამინდი

27 ოქტომბერს ქუთაისში მზიან ამინდს ელოდებიან, დღისით +26 და ღამით +19 გრადუსია მოსალოდნელი.   მზეს ოზურგეთშიც ელოდებიან, დღისით +27 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსი იქნება. ბათუმშიც მზე იქნება, დღისით...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"