LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
არა, სად ეტენებოდოთ ამ მიწის ჩიჩქვნით-თეა გოდოლაძე

კავკასიონზე სრული მონიტორინგი უნდა მიმდინარეობდეს, გვქონდა იმის შანსი, რომ ეს თავიდან აგვერიდებინა – თეა გოდოლაძე

დაპოსტა 2023/08/07-ში
A A
686
ნახვა
გაზიარება

„ღვარცოფს, მიწისძვრას, მეწყერს ვერ ავირიდებთ თავიდან, ის მაინც წამოვა, მაგრამ წინ არ უნდა დახვდე, მონიტორინგის სისტემები უნდა გვქონდეს. როცა იცი, რომ გამოტანის ღვარცოფული კონუსია, როცა იცი, ადრეც ასეთი რაღაც მომხდარა, რას აშენებ იქ, რატომ გყავს ხალხი იქ? 2017, 2018, 2019 წლებში მიყოლებით გვქონდა გლაციალური ღვარცოფები სვანეთში. ეს მასშტაბები არ ჰქონია, ხალხი არ მოუკლავს, გადავრჩით მაშინ. დღეს ბუბაა და ხვალ შეიძლება ჭალაათი იყოს ისევ, ან ხარიხრა გაისად. მთლიანად კავკასიონია პრობლემური. კავკასიონზე უნდა იყოს მონიტორინგი“, – აცხადებს „მთის ამბებთან“ ინტერვიუში, დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი, პროფესორი თეა გოდოლაძე.

– თეა, რამ გამოიწვია კურორტ შოვში ეს პროცესები, რასთან გვაქვს საქმე? რა საფრთხე შეიძლება იყოს კიდევ და რისი გაკეთება შეიძლებოდა/შეიძლება პრევენციისთვის?

– სამეცნიერო წრე ვთანხმდებით, რომ ეს იყო გლაციალური ღვარცოფი. გლობალური დათბობის პირობებში ეს პროცესი დაიწყო მყინვარის დნობიდან და შემდეგ უკვე წამოვიდა ეს მეწყრული მასა, წყალმა ქვემოთ, მდინარის ხეობაში წამოიღო ეს მორენული მასები, ყველაფერი – ნიადაგი, ქანები, ხეები და ა.შ. წყალთან ერთად ჩამოყალიბდა ღვარცოფად.

ქვეყანას უნდა ჰქონდეს მონიტორინგის სისტემები. გლაციალურ ღვარცოფზე ვლაპარაკობთ – 2017 წელს მესტიაში მოხდა ჭალაათის მყინვარის შემთხვევა, 2018 წლის ოკრილას შემთხვევა ისევ სვანეთში, 2019 ისევ ჭალაათი.

მყინვარების მონიტორინგი არის მსოფლიო პრაქტიკა. ერთ-ერთი კომპონენტი, მათ შორის, არის სეისმური, სატელიტიდან დაწყებული, ლიდალური გადაღებით და გეოფიზიკური, დაკვირვების ხელსაწყოების მონტაჟით დამთავრებული. ეს არის მონიტორინგის კომპლექსი. მსგავს შემთხვევაში გვატყობინებს, რომ მყინვარზე საქმე კარგად არ არის.

ნებისმიერი მყინვარული მდინარე შეიძლება იყოს საფრთხის მატარებელი. კიდევ ერთხელ ვამბობ, კლიმატური ცვლილებების პერიოდში ვართ. ამიტომ, კავკასიონზე სრული მონიტორინგი უნდა მიმდინარეობდეს.

არსებობს მსოფლიო სისტემები, საერთაშორისო საზოგადოებები, საერთაშორისო საუნივერსიტეტო კონსორციუმები, რომლებიც ამაზე მუშაობენ. კერძო კომპანიები არიან, რომლებსაც ამისთვის ქირაობენ. დევდორაკზე (ყაზბეგში) ხომ დავაყენეთ მონიტორინგის სისტემა, ნახევარი მილიონი გადავიხადეთ, მუშაობს?

– მუშაობს?

– არ ვიცი. ახლა ვინმე იყენებს ამ მონაცემებს ან ამუშავებს? ძალიან საინტერესოა რა მონაცემები გვაქვს. თბილისის შემთხვევაში, ვერეზე ხომ დაყენდა წინასწარი შეტყობინების სისტემა. ანუ რეალურად გვაქვს ხომ პრაქტიკა, რომ დავაყენეთ ეს და გადავიხადეთ ფული. მაგრამ მას სჭირდება მუდმივი შენახვა, მოვლა და პატრონობა. ყველა მონაცემი უნდა იყოს ონლაინ. სეისმური ქსელი რომ ავიღოთ, მთელი ეს სისტემა, სხვადასხვა სადგური, მონაცემთა ცენტრშია და მე ვუყურებ, რა ხდება. წამში, რომ გაქვთ ინფორმაცია მიწისძვრის შესახებ, იმიტომ გაქვთ, რომ სისტემაა აწყობილი და ახლა კიდევ განახლებას ვაკეთებთ აშშ-ის მხარდაჭერით.

– უნდა ყოფილიყო თუ არა ადრეული შეტყობინების სისტემა მდინარე ჭანჭახის აუზში, იგივე ბუბას ხეობაში.

– უნდა მომხდარიყო მისი დაყენება მეწყრული და ღვარცოფული მოვლენებისათვის, რადგანაც საქართველო მიდრეკილია ამის მიმართ. თანხა გამოიყო დონორების მხრიდან და ამ თანხის ფარგლებში უნდა დაწყებულიყო იდენტიფიცირება, სამეცნიერო კვლევა, მერე კი მონიტორინგის სისტემის დამონტაჟება და მისი გამართვა. ეს პროექტი მიმდინარეობს მე როგორც ვიცი, მეხუთე წელია და ჯერ სად ვართ, არ ვიცი.

– რომ გვქონოდა ადრეული შეტყობინების სისტემა ბუბას ხეობაში, მდინარე ბუბაზე, მყინვარზე დაკვირვება, რა შეიცვლებოდა, რას ავირიდებდით თავიდან?

ავირიდებდით თავიდან იმას, რაც მოხდა – ადამიანების სიკვდილს, დიდი ალბათობით. ჩვენ გვქონდა იმის შანსი, რომ ეს თავიდან აგვერიდებინა.

განაგრძეთ კითხვა

გაზიარება274

დაკავშირებული -პოსტები

“სააკაშვილი იძახის უარესი უნდა გვექნაო. წარმოგიდგენიათ, რომ არა ბიძინა და 2012 წელი, კიდევ რას მოიმოქმედებდნენ?” – გიორგი გამსახურდია

by მეგა TV
ნოემბერი 7, 2026
0
“სააკაშვილი იძახის უარესი უნდა გვექნაო. წარმოგიდგენიათ, რომ არა ბიძინა და 2012 წელი, კიდევ რას მოიმოქმედებდნენ?” – გიორგი გამსახურდია
მთავარი

ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ, შიზოიდი მიშა და მისი სექტა, მორიდებით საუბრობდნენ 7 ნოემბერზე, იმედის მხეცურ დარბევაზე, სანდრო გირგვლიანის თემაზე და აჩვენებდნენ ხალხს, ვითომ ნანობდნენ, - წერს გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში. მისი...

დაწვრილებითDetails

„საქონლის ხორცი დეკემბერში გაძვირდება “- „აგროქიზიყი“

by მეგა TV
ნოემბერი 7, 2026
0
ძროხისა და ქათმის ხორცი გაძვირდა -საქსტატი
მთავარი

საქართველოში საქონლის ხორცი ბოლო ერთი თვის განმავლობაში კიდევ გაძვირდა. როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას „აგროქიზიყის“ დამფუძნებელი ბექა გონაშვილი აცხადებს, პროდუქტზე ფასები საახალწლოდ კიდევ მოიმატებს. „ბოლო 3-4 კვირაა, რაც საქონლის ხორცი კიდევ გაძვირდა,...

დაწვრილებითDetails

სინოპტიკოსები მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებენ

by მეგა TV
ნოემბერი 7, 2026
0
თოვლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება -გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
ამინდი

სინოპტიკოსები მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებენ. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 7 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან 9 ნოემბრის დილამდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე  მოსალოდნელია ნალექი, აჭარაში და გურიის რეგიონში დროგამოშვებით ძლიერი...

დაწვრილებითDetails

“სააკაშვილის უტიფრობა, ტყუილით გაჯერებული ნარატივი პირველად არ მოუსმენია ჩვენს საზოგადოებას” – დავით მათიკაშვილი

by მეგა TV
ნოემბერი 7, 2026
0
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ძალიან კარგად იცის, რომ წაგებულ მდგომარეობაშია და მთელი აქცენტი გადატანილია იმაზე, რომ არჩევნების შემდგომ, მოხდეს ყველაფრის კადრება იმისთვის, რომ სიტუაცია აირიოს-დავით მათიკაშვილი
მთავარი

დანაშაულებრივი მმართველობის გამართლების მორიგი მცდელობა - მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ განცხადებას ავრცელებს, სადაც 2007 წლის 7 ნოემბერზე საუბრობს. არცერთი სიტყვა კანონდარღვევაზე, კერძო ტელევიზიაში უკანონოდ შეჭრაზე, მშვიდობიანი აქციების დარბევაზე, ფუნდამენტური...

დაწვრილებითDetails

“გვაქვს მოლოდინები, რომ ეს პარაზიტები ერთხელ და სამუდამოდ აიკრძალებიან” – ირაკლი ჭეიშვილი 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელზე

by მეგა TV
ნოემბერი 7, 2026
0
“არ გამოვრიცხავ, რომ რაღაცები შეიმუშაონ, მაგრამ აბსოლუტურად ყველაფრისთვის მზად ვართ”- ირაკლი ჭეიშვილი
მთავარი

ორშაბათიდან საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციური სარჩელის განხილვას გააგრძელებს. 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმეზე მსჯელობა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართება. მოსამართლეთა პლენუმი კითხვებს დაუსვამს მოპასუხე და მოსარჩელე მხარეებს. მმართველი პარტია "ნაციონალური მოძრაობის," "დროას," "ახალის,"...

დაწვრილებითDetails

ცეცხლოვანი თხის წელი 60 წელიწადში ერთხელ მეორდება – რას გვიმზადებს 2027 წელი

by მეგა TV
ნოემბერი 7, 2026
0
ცეცხლოვანი თხის წელი 60 წელიწადში ერთხელ მეორდება – რას გვიმზადებს 2027 წელი
მთავარი

2027 წელი აღმოსავლური კალენდრის მიხედვით თხის, უფრო ზუსტად კი ცეცხლოვანი თხის წელია. ჩინური ტრადიციის თანახმად, ეს სიმბოლო სიკეთესთან, სიმშვიდესთან, შემოქმედებითობასა და შინაგან ძალასთან ასოცირდება. მომდევნო თხის წელი კი 2027 წლის...

დაწვრილებითDetails

ლოცვა, რომელიც დღეს, დიმიტრის შაბათს უნდა წაიკითხოთ

by მეგა TV
ნოემბერი 7, 2026
0
ლოცვა, რომელიც დღეს, დიმიტრის შაბათს უნდა წაიკითხოთ
მთავარი

დიმიტრის შაბათი. მიცვალებულთა ხსენება. 7 ნოემბერი (25 ოქტომბერი ) ლოცვა გარდაცვლილი ქრისტიანისათვის მოიხსენე, უფალო ღმერთო ჩვენო, სავანეთა მათ საუკუნეთა რწმენითა და სასოებითა შენითა აღსრულებული მონაი (მხევალი) შენი (სახელი) და ვითარცა...

დაწვრილებითDetails

სპეციალური პენიტენციური სამსახური ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
ნოემბერი 7, 2026
0
მადლობა ღმერთს,  არ გვქონია ომი და ვახერხებთ ამ ოკუპაციის პირობებში შევინარჩუნოთ მშვიდობა- ირაკლი ღარიბაშვილი
მთავარი

სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატის ბრალდებას, თითქოს მისი დაცვის ქვეშ მყოფი პაემნის უფლებით ვერ სარგებლობს. საკითხის კომენტირებისას პენიტენციურ სამსახურში განმარტავენ, რომ დახურული ტიპის დაწესებულების (რომელშიც განთავსებულია...

დაწვრილებითDetails

„ეს ნივთები იწვევს სიმძიმეს და დეპრესიას…“ – გოგა მანიას გაფრთხილება

by მეგა TV
ნოემბერი 7, 2026
0
ვრცელდება გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
მთავარი

ჩვენი სიმშვიდისა და ბედნიერებისთვის მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რა გვიქმნის სახლში უსიამოვნო გარემოს და გვართმევს დადებით განწყობას. გოგა მანია ასახელებს ნივთებს, რომელთა სახლში შენახვასაც არ არის კარგი. 10 ნივთი, რომელთა მოშორებაც სასურველია...

დაწვრილებითDetails

2027 წლიდან ხელფასები იზრდება! – ვის შეეხება ცვლილებები

by მეგა TV
ნოემბერი 7, 2026
0
გაიზარდა იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც  9 600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს იღებდნენ – pmcg
მთავარი

საჯარო სკოლის კლასის დამრიგებლის დანამატი სექტემბრიდან უნდა გაორმაგდეს. ინფორმაცია ამის შესახებ 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გადამუშავებულ ვერსიაშია მოცემული. საქართველოს მთავრობამ პარლამენტს წარუდგინა 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი მეორე მოსმენით განხილვისთვის. საქართველოს ფინანსთა...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"