LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
იქნება მიზნობრივი სანქციების მოწოდება – მარკეტა გრეგოროვა საქართველოზე ანგარიშზე

იქნება მიზნობრივი სანქციების მოწოდება – მარკეტა გრეგოროვა საქართველოზე ანგარიშზე

დაპოსტა 2026/06/12-ში
A A
0
ნახვა
გაზიარება

იქნება მიზნობრივი სანქციების მოწოდება, იმედი გვაქვს, რომ ორბანის მსგავსად არავინ დაბლოკავს, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა, როდესაც ისაუბრა ევროპარლამენტის ანგარიშზე საქართველოსთან დაკავშირებით.

ევროპარლამენტარის თქმით, ანგარიში „ძალიან კრიტიკულია საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლასთან დაკავშირებით”.

„ვინაიდან, უფრო მეტი რეპრესიებია განსაკუთრებით არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ. პრაქტიკულად აღარ არსებობენ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც კომენტარს გააკეთებდნენ პოლიტიკურ საკითხებზე.

დამოუკიდებელი მედიისთვის უკიდურესად რთული ვითარებაა. მათ უმეტესობას ასევე მოუწია [ქვეყნის] დატოვება. ეს დემოკრატიული ქვეყანა არ არის, ყველამ ვიცით ეს. და ეს არ არის ქვეყანა, რომელიც რაიმე ფორმით იმსახურებს კანდიდატის სტატუსს ევროკავშირთან, ვინაიდან ევროკავშირში კანონის უზენაესობა გვაქვს და საქართველოში “ქართული ოცნების” უზენაესობაა და არა კანონის უზენაესობა. ასე რომ, სამწუხაროდ, სასიამოვნო არ იქნება [ანგარიში].

რა თქმა უნდა, მიზნობრივი სანქციების მოწოდება იქნება, განსაკუთრებით მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ძალადობის ჩამდენების წინააღმდეგ, ვინაიდან ახლა, როდესაც უნგრეთმა მთავრობა შეცვალა, იმედი გვაქვს, რომ ორბანის მსგავსად არავინ არ დაბლოკავს სანქციებს და წინსვლა შეგვეძლება, რათა ამ მხრივ მაინც დავეხმაროთ საქართველოს მოქალაქეებს”, – განახადა გრეგოროვამ.

გრეგოროვამ ისაუბრა ევროკავშირის ფინანსურ დახმარებაზე საქართველოს მიმართ, მისი თქმით, ყოველწლიური ანგარიში დაფინანსების გაჩერების საკითხშიც დაეხმარება.

“ყოველწლიური ანგარიში, რეზოლუციებისგან განსხვავებით, ძალიან მნიშვნელოვანია იმის მხრივ, თუ როგორ ვუდგებით საქართველოს, როგორც მთლიანად ევროკავშირი. გარკვეულ სტანდარტს ვაყალიბებთ, როგორც ევროპარლამენტი და ბევრმა ადამიანმა არ იცის, მაგრამ სანქციებისა და სხვა რაღაცების გარდა, რაც ახლა შეიძლება გაკეთდეს, ჯერ კიდევ არსებობს გარკვეული ღია დაფინანსება გარკვეულ დონეებზე. ეს აუცილებლად არაა მთავრობის მიმართ, ეს შეიძლება ადგილობრივი იყოს, ადგილობრივი რეფორმები და ასე შემდეგ, მაგრამ ეს მაინც ფულია, რომელიც საქართველოს ხელისუფლებასთან მიდის ევროკავშირისგან.

ეს ანგარიში, თუ ის ნეგატიური იქნება – და გეუბნებით, რომ ნეგატიური იქნება – დაგვეხმარება ამ დაფინანსების გაჩერებაში. ასე რომ, დაფინანსების მხრივ და პოტენციურად სანქციებთან ერთად, ამას აქვს გავლენა საქართველოს მთავრობაზე”, – განაცხადა ევროპარლამენტარმა.

გრეგოროვამ გამოთქვა ვარაუდი, რომ „ქართული ოცნება“ ფინანსურად მხარდაჭერილია რუსული კავშირებით.

„რა თქმა უნდა, ის [საქართველოს მთავრობა] ძალიან სავარაუდოდ ფინანსურად ნაწილობრივად მხარდაჭერილია მათი კავშირებით რუსეთში – “როსატომისა” და მსგავსების მიერ. ასე რომ, სანამ მათ ეს მილი აქვთ, ისინი დამოკიდებული არ არიან ევროკავშირზე, მაგრამ საქართველოს მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ ეს მილი არსებობს”, – განაცხადა გრეგოროვამ.

გაზიარება

დაკავშირებული -პოსტები

სამტრედიაში ქვეითს ავტომობილი დაეჯახა

by მეგა TV
ივნისი 12, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

სამტრედიაში ქვეითად მოსიარულე მამაკაცს ავტომობილი დაეჯახა. შემთხვევა კოსტავას ქუჩაზე მოხდა. დაშავებული „ჯეო ჰოსპიტალსში“ გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობდნენ. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

დაწვრილებითDetails

თავის დროზე ჩავკეტეთ ყველანაირი გზა შანტაჟისტის, დარჩა თეორიული ინსტრუმენტი, ვიზალიბერალიზაცია და ამის გამოყენებას ცდილობენ – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
ივნისი 12, 2026
0
პრეზიდენტ ტრამპს გაცხადებული აქვს „დიფ სთეითის“ დამარცხების ამბიციური გეგმა და გვინდა, წარმატებები ვუსურვოთ – პრემიერი
მთავარი

სამწუხაროა, რომ ვიზალიბერალიზაციის საკითხი შანტაჟისთვის გამოიყენება,-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში უვიზო მიმოსვლის საკითხზე გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, საქართველოს სამართლიანი მიდგომა სურს. „მგონი, ზოგადი სურათი ყველასთვის ცხადია, ჩვენ ყველა...

დაწვრილებითDetails

საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს მუშაობას ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის პროცესის მდგრადობის უზრუნველსაყოფად – საგარეო უწყება ბრიუსელში შეხვედრაზე

by მეგა TV
ივნისი 12, 2026
0
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომლების ერთობლივი განცხადება
მთავარი

სავიზო დიალოგის ფარგლებში განხილულ იქნა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ამოქმედებისთვის ევროკავშირის მხარის მიერ დასახელებული მიზეზები, ევროკომისიის მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციები და საქართველოს მიერ მათი შესრულების მიმართულებით განხორციელებული თუ მიმდინარე ღონისძიებები,- ამის შესახებ...

დაწვრილებითDetails

საქართველოში „ქართული ოცნების“ უზენაესობაა და არა კანონის, ეს არ არის ქვეყანა, რომელიც იმსახურებს კანდიდატის სტატუსს – მარკეტა გრეგოროვა

by მეგა TV
ივნისი 12, 2026
0
შოკირებული ვარ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის გეგმის გამო – მარკეტა გრეგოროვა
მთავარი

ევროპარლამენტარ მარკეტა გრეგოროვას განცხადებით, საქართველოში „დემოკრატიული უკუსვლისა“ და „რეპრესიული რეჟიმის“ გამო, ევროპარლამენტის ანგარიში, რომელიც შემდეგ კვირაში განიხილება, კრიტიკული იქნება. როგორც “ინტერპრესნიუსს“ მარკეტა გრეგოროვამ განუცხადა, ყოველწლიური ანგარიში "ძალიან კრიტიკული" იქნება მმართველი პარტიის...

დაწვრილებითDetails

სკრინინგი საზღვარზე და 2 წლამდე პატიმრობა – ევროპის საიმიგრაციო პოლიტიკაში ცვლილებები შევიდა

by მეგა TV
ივნისი 12, 2026
0
საქართველო ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებლების რეიტინგში რეგიონში მე-2 ადგილზეა
მთავარი

დღეიდან, 2026 წლის 12 ივნისიდან ევროკავშირში ძალაში შედის მიგრაციისა და თავშესაფრის ახალი პაქტი (EU Migration and Asylum Pact) - 9 სავალდებულო საკანონმდებლო აქტისგან შემდგარი რეფორმა, რომელსაც ბრიუსელში „ისტორიულს“ უწოდებენ. უცხოურ...

დაწვრილებითDetails

ქუთაისი-თბილისის მიმართულებით მგზავრობა გაძვირდა

by მეგა TV
ივნისი 12, 2026
0
“ნარკოტიკული თრობის ქვეშ მართავენ საქალაქთაშორისო ტრანსპორტს და გადაჰყავთ მოქალაქეები”
მთავარი

თბილისიდან რამდენიმე მიმართულებით მიკროავტობუსებით მგზავრობა გაძვირდა. მგზავრობის საფასური დასავლეთის მიმართულებით 5 ლარით არის გაზრდილი. ინფორმაციას BPN.GE ავრცელებს. მაგალითისთვის, მგზავრობის ღირებულება მაისის ბოლოდან გაიზარდა ქუთაისის, ოზურგეთის, ზუგდიდისა და მარტვილის მიმართულებებით. როგორც...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში რეკრეაციული სივრცეების მოწყობა მიმდინარეობს

by მეგა TV
ივნისი 12, 2026
0
ქუთაისში რეკრეაციული სივრცეების მოწყობა მიმდინარეობს
მთავარი

ქუთაისში მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკის რეაბილიტაცია და აბაშიძის ქუჩაზე ახალი ბულვარის მოწყობა მიმდინარეობს. ამასთან, პროექტირების ეტაპზეა ყოფილი პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, 70 ჰექტარზე, თანამედროვე მრავალფუნქციური პარკის მოწყობა. ადგილზე სამუშაოებს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური...

დაწვრილებითDetails

ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 39 ფაქტი გამოვლინდა

by მეგა TV
ივნისი 12, 2026
0
ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 39 ფაქტი გამოვლინდა
მთავარი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2026 წლის 1 იანვრიდან 31 მაისის ჩათვლით, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 39 ფაქტი გამოავლინეს. მათგან 9 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს...

დაწვრილებითDetails

მაგისტრალებსა და გზებზე სპეციალური სასწორები დამონტაჟდება

by მეგა TV
ივნისი 12, 2026
0
სად და რამდენი ხნით იზღუდება ხვალ გადაადგილება
მთავარი

ინფრასტრუქტურის მინისტრის რევაზ სოხაძის განცხადებით, ქვეყნის მაგისტრალებსა და გზებზე სპეციალური სასწორების დამონტაჟება იგეგმება. როგორც რევაზ სოხაძემ განმარტა, სპეციალური სასწორებით მძიმე სატვირთო მანქანების წონა დაფიქსირდება. „ვმუშაობთ, რომ ჩვენს მაგისტრალებზე დავამონტაჟოთ სპეციალური...

დაწვრილებითDetails

ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია

by მეგა TV
ივნისი 12, 2026
0
ვრცელდება სამწუხარო ინფორმაცია
მთავარი

სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება. კომპანია „ბელმორი“ თანაშრომელს, ოთარ ავალიანს ემშვიდობება. „ამბობენ, კომპანიას შენობები კი არა ადამიანები ქმნიან… დღეს ბელმორი და ფლექსვუდი ამ სიტყვების სიმძაფრეს ყველაზე მეტად გრძნობს. ვემშვიდობებით ჩვენი...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"