იტალიაში ქართველი ემიგრანტი ეკა ჭინჭარაული გარდაიცვალა.
ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა. როგორც მეგობრები ამბობენ, ჭინჭარაული მოულოდნელად, ანევრიზმის დიაგნოზით გარდაიცვალა.
„ეკუნა, რატომ ღმერთო რატომ, როგორ მტკივა გული ღმერთო ჩემო თბილო. ჩემო კეთილო. ჩემო გულიანო გოგო რატომ რატომ. მიყვარხარ ჩემო სიხარულო. ვერასოდეს ვერ მოვიხსენიებ წარსულში ვერასოდეს ვერ დავიჯერებ რომ აღარ ხარ ტკბილი ძილი ჩემო მშვენიერო ქალბატონო…“
„არ მინდა დავიჯერო შენი სიკვდილი, სახლს ვაკეთებ მაგრამ შეიძლება ვერც ვნახოო და გაგიბრაზდი,მაპატიე ჩემო სიცოცხლით სავსე მეგობარო რომ გეჩხუბებოდი ხოლმე…. მიყვარხარ…“ – გლოვობენ მეგობრები.










