ფინკა ბანკში 2021 წლის ივნისიდან საკრედიტო ოფიცრის სტაჟირების პროგრამაზე
მიღება განახლდა.
პროგრამა არის მათთვის, ვისაც სურს კარიერა საბანკო სფეროში დაიწყოს, თუმცა
ამ მიმართულებით ცოდნა და გამოცდილება ჯერ არ გაქვს.
-
ფინკა ბანკის საკრედიტო ოფიცრის სტაჟირების პროგრამა არის
საშუალება, დაეუფლოთ საკრედიტო ოფიცრის პროფესიას, სწავლის
პარალელურად ჩაერთოთ გაყიდვების პროცესში და დასაქმდეთ. - პროგრამაში მონაწილეობის მიღება ყველა ასაკის, ნებისმიერი პროფესიის
ადამიანს შეუძლია, რაც მთავარია, სამუშაო გამოცდილება აუცილებელი არ
არის.
სწავლის ხანგრძლივობა 3 თვეა, გათვალისწინებულია სტიპენდია – 200 ლარი.
- ვინაიდან, პრაქტიკული დავალებების შესრულება სასწავლო პროგრამის
ძირითადი ნაწილია, მონაწილეებს აქვთ შესაძლებლობა, გაყიდვებიდან
საკომისიო გამოიმუშაონ. - პროგრამაზე მიღება გამოცხადებულია შემდეგ ფილიალებში: ბაღდათი,
ჭიათურა, კასპი, სამტრედია, ზესტაფონი, ბოლნისი, ახმეტა, მარნეული,
წნორი, თელავი, თბილისი, ჩხოროწყუ, ხულო, ზუგდიდი. - პროგრამა შედეგზე ორიენტირებულია და სტაჟირების პერიოდის წარმატებულად
დასრულების შემდეგ, ფილიალში შესაბამისი ვაკანტური პოზიციის შემთხვევაში,
მსმენელების 70% ფინკა ბანკის გუნდის სრულფასოვანი წევრი ხდება.
აპლიკაციების მიღება 25 ივნისამდე გაგრძელდება. აპლიკაცია შეავსეთ აქ ან ეწვიეთ
ფინკა ბანკის შესაბამის ფილიალებს.
(R)