ისტორიული დღე. საქართველოს ევროპული პერსპექტივა აღიარებულია – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე განაცხადა.
„ახლა, ჩვენ მზად ვართ მტკიცედ ვიმუშაოთ მომდევნო თვეების განმავლობაში, რათა კანდიდატის სტატუსს მივაღწიოთ”, – დაწერა საქართველოს პრეზიდენტმა.
ინფორმაციისთვის, ევროპულმა საბჭომ უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება მიიღო, ხოლო საქართველოს ევროპული პერსპექტივის და მზადაა კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი “დასახული პრიორიტეტები შესრულდება”.










