ისრაელში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების ინფორმაციით, თელ-ავივში მომხდარი ტერაქტის შედეგად 44 წლის ილია ნოზაძე დაიღუპა, თავდასხმის შედეგად დაჭრილია კიდევ ერთი ქართველი.
ტერაქტი ფაქტობრივად შუაგულ თელ-ავივში მოხდა. ორმა ტერორისტმა ხალხი მაშინ ჩახოცა, როცა მოქალაქეები სამსახურიდან სახლში ბრუნდებოდნენ. ტერაქტის დროს ადგილზე იმყოფებოდა ორი ქართველი, ერთი სამწუხაროდ გარდაცვლილია, მეორე – დჭრილი. მატარებელში ჩემი ძალიან ახლობელი ადამიანები იმყოფებოდნენ, ისინი სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩნენ.
ტერორისტებმა ხალხის დახოცვა მატარებელში, ჩაკეტილ სივრცეში დაიწყეს, შემდეგ კი გაჩერებაზე მდგომ ადამიანებს გაუხსნეს ცეცხლი”- აცხადებს “ტვ პირველთან” ქართველი ემიგრანტი.
ამის პარალელურად, გუშინ, გავრცელდა ინფორმაცია და კადრები, რომ 2-მა შეიარაღებულმა ტერორისტმა ხალხს ცეცხლი გაუხსნა – სროლისა და დანით თავდასხმის შედეგად შვიდი ადამიანის დაღუპვა. დაშავებულია რამდენიმე მოქალაქე.
ოფიციალური ინფორმაციით, თავდასხმის შემსრულებელი ორი ტერორისტი განეიტრალებულია.