დაიღუპა კიდევ ერთი ქართველი ებრაელი დადო ჩიკვილაშვილი, რომელიც ღაზის საზღვართან ახლოს, მუსიკალური ფესტივალის ტერიტორიაზე იმყოფებოდა. ინფორმაციას „მთავარი არხი“ ოჯახზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამ ფესტივალზე მყოფ კიდევ ერთ ქართველ ებრაელ გოგოს თამარ გოლდბერგს ეძებენ.
ისრაელში საქართველოს ელჩის, ლაშა ჟვანიას განცხადებით, 8 ოქტომბრის მონაცემებით, ისრაელში დაღუპულია ორი ქართველი ებრაელი.
“საქართველოს მოქალაქეების შესახებ ამ წუთამდე ინფორმაცია არ შემოსულა. დაშავებულის ან დაკარგულის შესახებ არ არის ინფორმაცია ასეთი და ღვთის წყალობით, იმედი გვაქვს, რომ ასე დასრულდება ეს ყველაფერი, რომ არ იქნება საქართველოს მოქალაქე რომელიმე დაშავებული ან გატაცებული. ყოველშემთხვევაში, 2 დღის მანძილზე ასეთი დადასტურებული ინფორმაცია არ შემოსულა”, – თქვა ჟვანიამ.










