საქართველოში ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ყველას მხარდაჭერისა და სოლიდარობისთვის. საელჩო წერს, რომ ლოცულობენ ძალადობის მალე დასასრულებლად და მშვიდობის დასამყარებლად.
“ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ყველა ჩვენს მეგობარს საქართველოში მათი გულითადი მხარდაჭერისა და სოლიდარობისთვის. ამჟამად მილიონობით ისრაელის მოქალაქე იმყოფება თავშესაფარში და ნერვიულობს ოჯახის წევრებსა და მეგობრებზე.
ჩვენ ვლოცულობთ, რომ ძალადობა მალე დასრულდეს და მშვიდობა დამყარდეს”, – წერს ისრაელის საელჩო.