ისრაელსა და ღაზას შორის ბოლო წლებში მომხდარ ერთ-ერთ ყველაზე მწვავე დაპირისპირებას, სულ მცირე 40 ადამიანი სიცოცხლე ემსხვერპლა. ამ დროის მონაცემებით, მედია წერს, რომ ისრაელში დაღუპულია 5 ადამიანი, ღაზას სექტორში კი – 35.
ღაზას სექტორში დაღუპულებს შორის 3 ქალი და 12 ბავშვია, ისრაელში გარდაცვლილებს შორის კი 3 ქალი და ერთი ბავშვი.
დღეს, ოთხშაბათს გათენებისთანავე ისრაელმა კიდევ რამდენიმე ათეული თავდასხმა განახორციელა, რომელთა სამიზნეც პოლიციისა და უსაფრთხოების დანადგარები იყო. ტერორისტული დაჯგუფება “ჰამასის” მართველობის ქვეშ მყოფმა შსს-მ განაცხადა, რომ საჰაერო დარტყმების შედეგად განადგურდა პოლიციის ცენტრალური შტაბი ღაზაში, კომპლექსი, რომელშიც რამდენიმე შენობა მდებარეობს.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ღაზაში დაჭრილია 233 ადამიანი.
ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ კონფლიქტის დაწყების შემდეგ შეიარაღებულმა ძალებმა ჯამში 1050 რაკეტა გაისროლეს, 200 მათგანი ჩამოვარდა და ღაზას შიგნით დაეშვა. სამხედროებმა განაცხადეს, რომ ჩამოგდებულია თვითმფრინავიც.










