LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ისრაელელებისა და პალესტინელებს დაპირისპირების ისტორია – მიზეზები, შედეგები და მოუგავრებელი დავა

ისრაელელებისა და პალესტინელებს დაპირისპირების ისტორია – მიზეზები, შედეგები და მოუგავრებელი დავა

დაპოსტა 2021/05/12-ში
A A
369
ნახვა
გაზიარება

შუა აღმოსავლეთში მდგომარეობა სულ უფრო იძაბება – ისრაელი და ღაზას სექტორი ერთმანეთს სარაკეტო იერიშებით დაუპირისპირდა, რამაც ათობით სამოქალაქო პირის დაღუპვა გამოიწვია.

მდგომარეობის გაუარესება მოჰყვა ბოლო თვეში მომატებულ დაძაბულობას, თუმცა ისრაელსა და პალესტინას შორის დაპირისპირება ათწლეულებია, გრძელდება.

როგორ ვითარდებოდა მოვლენები – BBC ვრცელ სტატიას აქვეყნებს.

როგორ დაიწყო ყველაფერი

პირველ მსოფლიო ომში ოსმალეთის იმპერიის დამარცხების შემდეგ ტერიტორიაზე, რომელიც პალესტინად იყო ცნობილი, კონტროლი ბრიტანეთმა აიღო. აქ დასახლებულთა უმრავლესობას არაბები, უმცირესობას კი – ებრაელები წარმოადგენდნენ.

ორ ხალხს შორის დაძაბულობა მას შემდეგ გაიზარდა, რაც საერთაშორისო საზოგადოებამ დაავალა ბრიტანეთს, დაეარსებინა “ეროვნული სახლი” პალესტინაში ებრაელი ხალხისთვის.

ებრაელები ტერიტორიას წინაპრების სამშბლოდ მიიჩნევდნენ, ისევე, როგორც პალესტინელები.

1920-დან 40-იანი წლების ჩათვლით, ტერიტორიაზე სულ უფრო მეტი ებრაელი ჩავიდა – მათი უმეტესობა, ჰოლოკოსტსა და მეორე მსოფლიო ომს გადარჩენილები, სამშობლოს ეძებდნენ. პარალელურად, იზრდებოდა არაბებსა და ებრაელებს შორის დაპირისპირებაც.

1947 წელს გაერომ კენჭისყრით გადაწყვიტა, რომ პალესტინა ებრაულ და არაბულ სახელმწიფოებად უნდა გაყოფილიყო, საერთაშორისო დედაქალაქი კი იერუსალიმი უნდა გამხდარიყო. გეგმა მოიწონეს ებრაელმა ლიდერებმა, თუმცა არაბულმა მხარემ წინადადება უარყო.

ისრაელის შექმნა და “კატასტროფა”

1948 წელს – მას შემდეგ, რაც პრობლემის გადაჭრა ვერ მოხერხდა, ბრიტანელმა მმართველებმა ტერიტორია დატოვეს და ებრაელმა ლიდერებმა ისრაელის სახელმწიფოს შექმნის შესახებ გამოაცხადეს. ბევრი პალესტინელი ამის წინააღმდეგი აღმოჩნდა, რასაც ომი მოჰყვა. სამხედრო დაპირისპირებაში ჩაერთო მეზობლად მდებარე არაბული სახელმწიფოების ჯარებიც.

სახლის დატოვება ასი ათასობით პალესტინელს მოუხდა, რასაც მათ “ალ ნაქბა”, ანუ “კატასტროფა” უწოდეს. ცეცხლი მომდევნო წელს შეწყდა, ამ დროისთვის ტერიტორიის უმეტეს ნაწილს უკვე ისრაელი აკონტროლებდა.

იორდანიამ დაიკავა მიწა, რომელიც ცნობილია “დასავლეთ სანაპიროს” სახელით, ეგვიპტემ კი ღაზას ოკუპაცია მოახდინა.

იერუსალიმის დასავლეთ ნაწილი ისრაელის სამხედრო ძალებმა, აღმოსავლეთი კი – იორდანიის ჯარმა დაიკავა.

იმის გამო, რომ მშვიდობის შეთანხმებას ვერასოდეს მიაღწიეს და ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებდა, მომდევნო ათწლეულების განმავლობაში კიდევ არაერთი ომი მოხდა.

რუკა დღეს

1967 წელს, მორიგი ომის დროს, ისრაელმა დაიკავა აღმოსავლეთ იერუსალიმი და დასავლეთ სანაპირო, ასევე – სირიის გოლანის მაღლობების დიდი ნაწილი და ღაზა.

პალესტინელი ლტოლვილების დიდი ნაწილი და მათი შთამომავლები, უმეტესად, ღაზასა და დასავლეთ სანაპიროზე ცხოვრობენ, ასევე – მეზობელ იორდანიაში, სირიასა და ლიბანში. არც ლტოლვილებს და არც მათ შთამომავლებს ისრაელმა არ მისცა ნება, სახლში დაბრუნებულიყვნენ – ისრაელი მიიჩნევს, რომ ეს სახელმწიფოს არსებობას საფრთხეს შეუქმნის.

ისრაელი აცხადებს, რომ იერუსალიმი მთლიანად არის ქვეყნის დედაქალაქი, პალესტინელები კი აღმოსავლეთ იერუსალიმს პალესტინის მომავალი სახელმწიფოს დედაქალაქად მიიჩნევენ.

რა ხდება ახლა

ისრაელსა და იმ პალესტინელებს შორის, რომლებიც აღმოსავლეთ იერუსალიმში, ღაზასა და დასავლეთ სანაპიროზე ცხოვრობენ, დაძაბულობა ხშირად მატულობს. ღაზას პალესტინური სამხედრო დაჯგუფება “ჰამასი” მართავს. ისრაელი მკაცრად აკონტროლებს ღაზას საზღვარს, რათა იარაღის შეტანა ვერ მოახერხონ.

ღაზას სექტორსა და დასავლეთ სანაპიროზე მცხოვრები პალესტინელები ამბობენ, რომ ისრაელის მოქმედებისა და შეზღუდვების გამო ძალიან მძიმე პირობებში არიან, ისრაელი კი, თავის მხრივ, ამბობს, რომ პალესტინის თავდასხმებისგან თავს იცავს.

მდგომარეობა, განსაკუთრებით, მუსულმანებისთვის წმინდა თვეს – რამადანისას, 2021 წლის აპრილში დაიძაბა, რასაც პალესტინელებისა და ისრაელის პოლიციის შეტაკებები, მოგვიანებით კი ორმხრივი ავიაიერიშები მოჰყვა.

რა არის მთავარი პრობლემები

არის ბევრი საკითხი, რომელზეც ისრაელელები და პალესტინელები ვერ თანხმდებიან. მათ შორის – პალესტინელი ლტოლვილების საკითხი, უნდა არსებობდეს თუ არა დასავლეთ სანაპიროზე ებრაული დასახლებები, უნდა იყოფდეს თუ არა ორივე მხარე იერუსალიმს და ყველაზე მწვავე საკითხი – უნდა შეიქმნას თუ არა ისრაელთან ერთად პალესტინის სახელმწიფო.

სამშვიდობო მოლაპარაკებები 25 წელზე მეტია მიმდინარეობს, თუმცა კონფლიქტის მოგვარება ვერ მოხერხდა.

გაზიარება148

დაკავშირებული -პოსტები

მანქანა ქვეითს დაეჯახა

by მეგა TV
მაისი 17, 2026
0
მტკვრიდან არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს
მთავარი

გარდაბანში მანქანა ქვეითს დაეჯახა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა 24news ge ავრცელებს. მათივე ცნობით, შემთხვევა იმ ტერიტორიის მახლობლად მოხდა, სადაც 2 დღის წინ ავარიას 8 ახალგაზრდას სიცოცხლე ემსხვერპლა. ავარიის შედეგად...

დაწვრილებითDetails

როგორი ამინდი იქნება 17 მაისს საქართველოში

by მეგა TV
მაისი 17, 2026
0
12 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოში მოსალოდნელი ცვალებადი ამინდი – სააგენტოს პროგნოზი
ამინდი

17 მაისს ქუთაისში წვიმიანი დღე იქნება, დღისით +18 და ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +7 გრადუსი იქნება. ბათუმშიც წვიმაა მოსალოდნელი, დღისით...

დაწვრილებითDetails

დღეს საქართველოში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნება

by მეგა TV
მაისი 17, 2026
0
დღეს საქართველოში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნება
მთავარი

დღეს საქართველოში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნება. 17 მაისთან დაკავშირებით საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ 10:00 საათზე საყოველთაო შეკრება დაიწყება საქართველოს 10 ქალაქში: თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, გორში,...

დაწვრილებითDetails

17 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

by მეგა TV
მაისი 17, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი დღე აქტიური და ენერგიული იქნება. კარგი დროა დაგეგმილი საქმეების დასასრულებლად და ახალი იდეების გასაჟღერებლად. ემოციურ ურთიერთობებში მოთმინება დაგჭირდებათ.   კურო ფინანსურ საკითხებში ყურადღება გამოიჩინეთ — შესაძლოა მოულოდნელი ხარჯი გამოჩნდეს....

დაწვრილებითDetails

ცნობილია ხრამში ნაპოვნი მამაკაცის ვინაობა

by მეგა TV
მაისი 16, 2026
0
ცნობილია ხრამში ნაპოვნი მამაკაცის ვინაობა
მთავარი

შუ­ა­ხე­ვის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ის ერთ-ერთ სო­ფელ­ში, ხრამ­ში 35 წლის მა­მა­კა­ცის ცხე­და­რი იპო­ვეს. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მა­მა­კა­ცი, სა­ვა­რუ­დოდ, ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და და ხევ­ში გა­და­ვარ­და. AMBEBI.GE-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ღუ­პუ­ლი მა­მა­კა­ცი ნო­დარ მი­ქე­ლა­ძეა, რო­მე­ლიც სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხურ­ში მუ­შა­ობ­და....

დაწვრილებითDetails

ხრამში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს

by მეგა TV
მაისი 16, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

ხულოს მუნიციპალიტეტში ხრამში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით გულისხმობს.    

დაწვრილებითDetails

ქუთაისის მერია ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
მაისი 16, 2026
0
ქუთაისის მერია ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

ქუთაისის მერია ინფორმაციას ავრცელებს 17 მაისს დაგეგმილ მსვლელობასთან დაკავშირებით. 17 მაისს დაგეგმილ მსვლელობასთან დაკავშირებით, რომელიც ეძღვნება ოჯახის სიწმინდის დღეს, ქუთაისის გარკვეულ ქუჩებზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება დროებით შეიზღუდება. 11:00 საათიდან მსვლელობის დასრულებამდე,...

დაწვრილებითDetails

16 მაისის ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

by მეგა TV
მაისი 16, 2026
0
“ამიერიდან ყველას ახსოვდეს, ნებისმიერი კატეგორიის დანაშაულის მიმართ კანონი მთელი სიმკაცრით იმოქმედებს”  – კობახიძე
ამინდი

16 მაისს ქუთაისში წვიმიანი დღე იქნება, დღისით +18 და ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება.     ნალექიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთში. დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +7 გრადუსი იქნება. ბათუმშიც წვიმაა...

დაწვრილებითDetails

ცნობილია „სამგორის“ მეტროში გარდაცვლილი გოგოს ვინაობა

by მეგა TV
მაისი 16, 2026
0
ცნობილია „სამგორის“ მეტროში გარდაცვლილი გოგოს ვინაობა
მთავარი

2 დღის წინ მეტრო „სამგორში“ ტრაგედია დატრიალდა. ახალგაზრდა გოგო მოულოდნელად ცუდად გახდა და გარდაიცვალა.   გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნა მა­რი­ამ ტყე­მა­ლა­ძეა. ის თსუ-ს სტუ­დენ­ტი იყო და საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბუ­ლი. გო­გო­ნა ჟურ­ნა­ლის­ტი­კის ფა­კულ­ტეტ­ზე სწავ­ლობ­და....

დაწვრილებითDetails

16 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
მაისი 16, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი   შესაძლოა, დღეს სხვადასხვა საკითხების მოგვარება ერთდროულად მოგიწიოთ. აკონტროლეთ ემოციები და საკუთარი შესაძლებლობები. ერთბაშად, რამდენიმე საქმის კეთება, ამ ეტაპზე, სავსებით შეუსაბამო და უადგილოა.   კურო   ცვლილებებისთვის კარგი დროა,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"