დიდი ალბათობით, იქნებოდა დიდი მსხვერპლი, იმიტომ რომ ისინი აპირებდნენ გაზის გამოყენებას, – ამის შესახებ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განცხადა.
„შენობის უკანა მხრიდან ისინი შტურმს აპირებდნენ და გაზის გამოყენებით მესამე სართულზე ასვლას, ნიკა მელიას დაკავებას. ეს გარდაუვლად გამოიწვევდა დიდძალ მსხვერპლს. ისინი ამაზე მიდიოდნენ. გახარიას ბოლოს შეეშინდა დაიხია უკან და თქვა, რომ ამ პასუხისმგებლობას მის თავზე არ აიღებდა,“ – განაცხადა სააკაშვილმა.
18 თებერვალს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია, გუნდთან პოზიციების შეუთანხმებლობის გამო თანამდებობიდან გადადგა. როგორც გახარიამ განმარტა, მისთვის მიუღებელია, რომ ერთი ადამიანის გამო სხვა ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე დაემუქროს.










