LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ირაკლი კობახიძე – ეუთო-ოდირი ამსხვრევს ოპოზიციის და მათი პატრონების გეგმებს

ირაკლი კობახიძე – ეუთო-ოდირი ამსხვრევს ოპოზიციის და მათი პატრონების გეგმებს

დაპოსტა 2024/12/06-ში
A A
5
ნახვა
გაზიარება

პრემიერის თქმით,  ეუთო ოდირი ამსხვრევს ოპოზიციის გეგმებს, რადგან მას უკვე არჩევნების ლეგიტიმაცია აქვს აღიარებული.

„ეუთო-ოდირის ძალიან ეშინია რადიკალურ ოპოზიციას. გამომდინარე იქიდან, რომ ეუთო-ოდირმა უკვე შეაფასა ეს არჩევნები, როგორც კონკურენტული და ეს კამპანია ეუთო-ოდირის წინააღმდეგ დაიწყო ჯერ კიდევ იქამდე, ვიდრე ჩატარდებოდა არჩევნები. ეუთო-ოდირის წინააღმდეგ ჯერ გახარიას გააკეთებინეს პატრონებმა განცხადება, შემდეგ უკვე გვარამიას. ჯერ საერთოდ, შეფასება არ იყო დადებული ამ დროისთვის. მას შემდეგ, რაც დაიდო ეუთო-ოდირის შეფასება, ეს კამპანია კიდევ უფრო გაძლიერდა ეუთო ოდირის წინააღმდეგ.

რა თქმა უნდა, ეუთო-ოდირი ამსხვრევს თავიდან ბოლომდე ოპოზიციის და მათი პატრონების გეგმებს, გამომდინარე იქიდან, რომ მას უკვე არჩევნების ლეგიტიმაცია აქვს აღიარებული. თუმცა, ისინი ამ ყველაფერს ვერ გაექცევიან ეუთო-ოდირთან ერთად მთავარი არის თვითონ ფაქტები – ლელოს აქვს აღიარებული საკუთარი შედეგი. ხაზარაძე გამოვიდა და თქვა, რომ დაახლოებით 200 000 ხმა აქვს მიღებული, რეალურად ეთანხმება ცესკოს მიერ დადებულ შედეგს.

გახარიას პარტიის ერთ-ერთ ლიდერს აქვს ნათქვამი, რომ ისინი უნდა გაუფრთხილდნენ საკუთარ 161 500 ამომრჩეველს, ანუ აღიარებული აქვთ ცესკოს მიერ გამოქვეყნებული შედეგი. გუშინ გამოდიოდა გვარამიას პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ჭყონია, თუ არ ვცდები, რომელიც აცხადებდა, რომ რადიკალურ ოპოზიციას აქვს მიღებული 700 000 ხმა. ისიც არ იცის, რომ 785 000 ხმა აქვთ მიღებული, მაგრამ თავი დავანებოთ ამას. ანუ, ისიც აღიარებს რადიკალური ოპოზიციის შედეგს.

ასევე ყველა აღიარებს იმას, რომ 2 მილიონზე მეტი ამომრჩეველი იყო მისული და იყო უპრეცედენტო აქტივობა დაფიქსირებული ამ არჩევნებზე. რეალურად, ყველაფერი აქვთ აღიარებული. იყო ელექტრონული აპარატები, ხმას აძლევდნენ ამომრჩევლები ელექტრონული აპარატების მეშვეობით და 8 საათზე ღილაკზე თითის დაჭერით იბეჭდებოდა საარჩევნო ოქმები, სადაც მანიპულაცია უბრალოდ, შეუძლებელია.

არაფერი აქვთ საერთოდ, რჩება გაჟონვა, ამბობენ, რომ გაჟონა ბიულეტენებმა. აქაც მინდა შეგახსენოთ, რომ, როგორც არ უნდა გაეჟონა ამ ბიულეტენს, ისინი იდო კონვერტებში და ამომრჩეველი ხმას აძლევდა კონვერტების მეშვეობით. მხოლოდ იმ შემთხვევაში ირღვეოდა ხმის ფარულობა, თუ ამომრჩეველი არასწორად მოქმედებდა. ანუ, ეს იყო თავიდან ბოლომდე ამომრჩევლის პასუხისმგებლობა. თუ ამომრჩეველი თვითონ აძლევდა არასწორად ხმას, მაშინ ირღვეოდა ხმის ფარულობა.

ასევე, ISFED-ის ანგარიშის თანახმად, ის აკვირდებოდა 700000 ამომრჩეველს, მათ დააფიქსირეს ხმის ფარულობის დარღვევის  მხოლოდ 25 შემთხვევა. ეს ის შემთხვევები იყო, როდესაც ამომრჩეველი თვითონ არასწორად აძლევდა ხმას, ან კონვერტიდან იღებდა ბიულეტენს ან სხვა ამგვარი ქმედება ხორციელდებოდა. ხელში არ აქვთ საერთოდ არაფერი.

რჩება მხოლოდ დაუოკებელი სურვილი ამ ადამიანების და მათი პატრონების, რომ რაღაცნაირად, არ შეეგუონ არჩევნებში დამარცხებას. ყველას მოუწევს, არჩევნებში დამარცხებასთან შეგუება. ყველაფერი არის დღესავით ნათელი და არავითარი რესურსი იმისა, რომ ვინმემ ეჭვ ქვეშ დააყენოს პარლამენტის ან მთავრობის ლეგიტიმაცია,ნამდვილად არ არსებობს“, – განაცხადა პრემიერმა.

გაზიარება2

დაკავშირებული -პოსტები

ტრაგედია ბათუმში – დაღუპულია ახალგაზრდა გოგო

by მეგა TV
აგვისტო 11, 2026
0
ტრაგედია ბათუმში – დაღუპულია ახალგაზრდა გოგო
მთავარი

ტრაგედია ბათუმში - ახალგაზრდა ქალი სიმაღლიდან ვარდნის შედეგად დაიღუპა.   გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა გრიბოედოვისა და პუშკინის ქუჩების გზაჯვარედინთან მოხდა. ქალმა, ვარდნის შედეგად, სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო და ადგილზე გარდაიცვალა.  ...

დაწვრილებითDetails

თავისუფალი მედიის განადგურებით ვერ შექმნით თავისუფალ სახელმწიფოს – ტელეკომპანია ,,თრიალეთი” მიმართვას ავრცელებს

by მეგა TV
აგვისტო 11, 2026
0
თავისუფალი მედიის განადგურებით ვერ შექმნით თავისუფალ სახელმწიფოს – ტელეკომპანია ,,თრიალეთი” მიმართვას ავრცელებს
მთავარი

ტელეკომპანია ,,თრიელთი" მიმართვას ავრცელებს ,,მიმართვა თავისუფალი მედიის წინააღმდეგ მებრძოლ ხელისუფლებას! საქართველოს მთავრობა თქვენ შეგიძლიათ დაბლოკოთ საბანკო ანგარიშები! შეგიძლიათ დაგვადოთ ინკასო! შეგიძლიათ უარი გვითხრათ რესტრუქტურიზაციაზე! შეგიძლიათ გააჭიანუროთ სასამართლოები, დამალოთ გადაწყვეტილებები, არ...

დაწვრილებითDetails

იმერეთში ე.წ. ,,ქურდულ სამყაროსთან” კავშორში მყოფი 4 პირი დააკავეს

by მეგა TV
აგვისტო 11, 2026
0
მთვრალმა პოლიციელმა 13 პატიმარი გაათავისუფლა, რათა ახალი წელი აღენიშნათ (უცხოეთი)
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, პროკურატურასთან ერთად, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 4 პირი დააკავეს, ხოლო 2 პირს...

დაწვრილებითDetails

დააკავეს წითელი ცირკულარით ძებნილი პირი

by მეგა TV
აგვისტო 11, 2026
0
ბათუმში, ავტომობილი ქვეითს დაეჯახა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. დაკავებული, თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, თურქეთში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის,...

დაწვრილებითDetails

საქართველოდან უცხო ქვეყნის 113 მოქალაქე გააძევეს

by მეგა TV
აგვისტო 11, 2026
0
საქართველოდან უცხო ქვეყნის 34 მოქალაქე გააძევეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 113 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს.   მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების...

დაწვრილებითDetails

დაკავებულია პირი, ვინც მეტეოროლოგ კობა ფარტენაძეს დანის დარტყმით დაემუქრა

by მეგა TV
აგვისტო 11, 2026
0
ჟურნალისტ კობა ფარტენაძეს დანის დარტყმით დაემუქრნენ – ვრცელდება ვიდეოკადრები
მთავარი

დაკავებულია პირი, ვინც ბათუმში მეტეოროლოგ და და "აჭარის ტელევიზიის" თანამშრომელ კობა ფარტენაძეს დანის დარტყმით დაემუქრა - ხელბორკილები დაადეს კიდევ ერთ პირს.   ბათუმში მომხდარი ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირის...

დაწვრილებითDetails

ქუთაისსა და წყალტუბოში ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით 3 პირი დააკავეს

by მეგა TV
აგვისტო 11, 2026
0
ქუთაისსა და წყალტუბოში ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით 3 პირი დააკავეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, სხვადასხვა დროს, უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე დააკავეს.  ...

დაწვრილებითDetails

რა ხდებოდა წუხელ მლეთაში, სადაც 12 წლის წინ გაუჩინარებული ბიჭის ძებნა დაიწყეს

by მეგა TV
აგვისტო 11, 2026
0
კახა, არ მიმატოვო, გეხვეწები – რა ვიდეო ვრცელდება გურამ დადიანიძის საქმეზე
მთავარი

გუ­რამ და­დი­ა­ნი­ძის გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის საქ­მე - გუშინ გვიან ღამით შსს-მ მლეთაში, იმ ტე­რი­ტო­რი­ის ხე­ლა­ხა­ლი შე­მოწ­მე­ბა და­ი­წყო, სა­ი­და­ნაც 2014 წელს და­კარ­გუ­ლი ბიჭის კვა­ლი გაქ­რა. საგამოძიებო მოქმედებების ადგილას იმყოფებოდა გურამ დადიანიძის დედა სოფო...

დაწვრილებითDetails

11 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 11, 2026
0
შემოდგომის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
მთავარი

ვერძი   აქტიური დღე გელით. შესაძლოა მოულოდნელი საქმე ან ახალი შესაძლებლობა გამოჩნდეს. ემოციურ გადაწყვეტილებებს მოერიდეთ. სიყვარულში გულწრფელი საუბარი ბევრ რამეს გაარკვევს.   კურო   ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ. დაუგეგმავი ხარჯი...

დაწვრილებითDetails

11 აგვისტოს ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 11, 2026
0
სამი დღის განმავლობაში ტემპერატურა 16 გრადუსამდე მოიმატებს
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში ამინდი განპირობებული იქნება ამიერ კავკასიის ჩრდილოეთიდან მოქმედი შედარებით ცივი და სამხრეთით მდგარი ცხელი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში ხანმოკლე...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"