ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, დედის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული ქუთაისელი მებრძოლების დედებს შეხვდა. ქალბატონების- ლილი კერვალიშვილის, ნელი მჭედლიძე-ნიკიტინის და ციალა ჯაილოვას შვილები 2008 წლის აგვისტოს ომში გმირულად დაიღუპნენ. ” დედის დღეს ვულოცავ ყველა დედას და განსაკუთრებულად დედებს, რომლებმაც ყველაზე ძვირფასი- შვილების სიცოცხლე შესწირეს სამშობლოს. ამ ქალბატონების შვილების , ჩვენი თანაქალაქელი გმირების ხსოვნას ჩვენ ყოველთვის სათანადო პატივს მივაგებთ. მხნეობა მინდა ვუსურვო დედებს, მშვიდობიან და წარმატებულ საქართველოში გვეცხოვროს!”- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა. ქალაქის მერმა გმირების დედებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.
„ქუთაისქალაქობა 2026″-ის ორგანიზებისათვის მერია ტენდერს აცხადებს
ქუთაისქალაქობა 2026-ის ორგანიზებისთვის ქუთაისის მერია ტენდერს აცხადებს. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 250 000 ლარია. წინადადებების მიღება 30 მარტს სრულდება დოკუმენტის მიხედვით, ღონისძიება 2026 წლის 2 მაისს ქალაქის ცენტრალურ მოედანსა და ცენტრალურ...









