გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, ლევან დარბაიძემ იოსებ ბაბაევის საქმეზე, 4-5 ივნისს ჩატარებული ყველას საგამოძიებო მოქმედება უკანონოდ ცნო მოსამართლის გადაწყვეტილებით, უკანონოა ბაბაევის პირადი და მანქანის ჩხრეკა, ასევე მანქანისა და ტანსაცმლის ამოღება – “ამ საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მიღებული ინფორმაცია, ნივთები და საგნები დაუშვებელ მტკიცებულებებად იქნეს ცნობილი” – აღნიშნა მოსამართლემ.
ცნობისთვის, აქტივისტია და ბიზნესმენის, იოსებ ბაბაევის წინააღმდეგ სამართალდამცველებმა საგამოძიებო მოქმედებები მოსამართლის განჩინების გარეშე ჩაატარეს










