ამ ეტაპზე, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 1 636 მძიმე პაციენტია, მათ შორის, თბილისში – 596, აჭარაში – 126, იმერეთში – 511.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 368 პირი, მათგან თბილისში – 199, აჭარაში – 43, იმერეთში – 34.
1 127 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 678 – თბილისში, 256 – აჭარაში.
38 122 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4 100 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
გარდაიცვალა კიდევ 67 პაციენტი. გასულ დღე-ღამეში გამოჯანმრთელდა 3 397 ინფიცირებული.