დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ინდური შტამის კიდევ ორი ახალი შემთხვევა დადასტურდა.
„18 შემთხვევის შემდეგ, დადასტურდა კიდევ 2 შემთხვევა, ანუ სულ 20 შემთხვევა გვაქვს. მოგეხსენებათ, ბრიტანეთში დაახლოებით ორიდან სამ თვემდე დასჭირდა, რომ მთლიანად ჩაანაცვლოს ტრადიციული და შემდეგ ბრიტანული შტამი. განმასხვავებელი კლინიკური ნიშანი ინდურ შტამს, ან სხვა შტამს არ აქვს. გახლავთ ერთადერთი ის, რომ ბრიტანული და ინდური შტამი ვრცელდება შედარებით სწრაფად“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
შეგახსენებთ, საქართველოში ინდური შტამი 27 მაისს დაფიქსირდა დაფიქსირდა.
ინფორმაციისთვის, მსოფლიო მასშტაბით კოვიდინფექციის რამდენიმე შტამია გავრცელებული. გავრცელებულ შტამებს შორის არის ბრიტანული, სამხრეთ აფრიკული, ბრაზილიური და ინდური შტამი.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის განსაკუთრებით საშიში პათოგენების ჯგუფის ხელმძღვანელი რიჩარდ პიბოდი აცხადებს, რომ ვირუსს ცვალებადობა ახასიათებს და ეს გასაკვირი არ უნდა იყოს.
პობოდის განცხადებით, COVID-19 აგრძელებს გავრცელებას და უფრო მეტი ახალი ვარიანტი გამოჩნდება. მათი უმრავლესობა უმნიშვნელო იქნება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მთავარი მეცნიერის განცხადებით, ინდური შტამი გლობალურად დომინანტი ვარიანტი ხდება.
ინდურ შტამს უფრო სწრაფად შეუძლია დააზიანოს სამიზნე ორგანო.