სულავესისკუნძულზე აღმოჩენილი ველური ღორის გამოსახულება, მოწითალო-მოჟანგისფრო პიგმენტის საშუალებითაა დახატული.
მკვლევარებს მიაჩნიათ, რომ ცხოველი 45 500 წლის ან უფრო დიდი ხნის წინ დაიხატა. იგი ამ რეგიონში, უძველეს ადამიანთა დასახლებების დამამტკიცებელი საბუთია. ინფორმაციას BBC News ავრცელებს.
Science Advances-ში გამოცემული ამბის თანაავტორის,მაქსიმ ობერტის თქმით, ის პირები, რომლებმაც გამოქვაბულში აღმოჩენილი გამოსახულება დახატეს, თანამედროვე ადამიანები იყვნენ.
ამ გამოსახულების შესაქმნელად, მათ ყველანაირი შესაძლებლობა და აღჭურვილობა ჰქონდათ“.
ტახის გამოსახულება, რომელსაც რქის მაგვარი წანაზარდები უჩანს, 136/54 სმ-ის ზომისაა.
საინტერესოა ისიც, რომ ცხოველის უკან ადამიანთა ხელების მტევნებიც არის გამოსახული. ხელები სხვა, ორი ტახის სახესთანაც არის დახატული.
გამოცემის მეორე თანაავტორის, ადამ ბრამის თქმით, გამოსახულებებით ისეთი სცენა იხატება, თითქოს ტახი დარჩენილი ორი მისი მსგავსი ცხოველის ადამიანთან ბრძოლას აკვირდება.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ აღმოჩენილი გამოსახულებები ადამიანის მიერ შექმნილი უძველესი ხელოვნების ნიმუში არ არის.
სამხრეთ აფრიკაში, ადამიანის მიერ 73 000 წლის წინ გამოკვეთილი სიმბოლოებია აღმოჩენილი.