ინდოეთში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 329,942 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით 3,876 ადამიანი დაიღუპა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ბოლო ერთ კვირაში ინდოეთში ახალი შემთხვევების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი გამოვლინდა. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ე.წ. ინდური შტამი მთელი მსოფლიოსთვის საფრთხეს წარმოადგენს, რადგან ის გაცილებით სწრაფად ვრცელდება.