იმერეთში კორონავირუსის 99 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ამის შესახებ მარინა ენდელაძემ განაცხადა. მისი თქმით რეგიონში შემთხვევებმა იკლო. გუშინ აქ ინფექციის 211 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
კორონავირუსის გავრცელების ყველაზე დიდი მაჩვენებელი თბილისსა და ბათუმში ფიქსირდება.
ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსის 1186 ახალი შემთხვევიდან 469 თბილისში დაფიქსირდა.
„თბილისში 469 ახალი შემთხვევა გვაქვს, აჭარაში 360 ახალი შემთხვევა გვაქვს, იმერეთში-99, ქვემო ქართლში-78, შიდა ქართლში-15, სამეგრელო – ზემო სვანეთში-73, კახეთში-46, გურიაში- 25, მცხეთა – მთიანეთში-14, სამცხე-ჯავახეთში-7“,-განაცხადა ენდელაძემ.










