ბოლო 24 საათში ვირუსით ინფიცირების 443 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან იმერეთში 61 გამოვლინდა.
ამ ეტაპზე იმერეთის საავადმყოფოებში 323 ადამიანი მკურნალობს, მათ შორის მძიმე პაციენტია 99, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 9. რეგიონის კლინიკურ-სასტუმროებში 11 მოქალაქეა მოთავსებული.
ამ ეტაპისთვის იმერეთში თვითიზოლაციაში იმყოფება 763 ადამიანი.
ბოლო 24 საათშისაქართველოში კორონავირუსით 6 პაციენტი გარდაიცვალა, ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 461 ადამიანი.