ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილი ვირუსით ინფიცირების 3 216 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან იმერეთში 517 შემთხვევა დაფიქსირდა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ამ ეტაპზე იმერეთის საავადმყოფოებში 1 240 ადამიანი იმყოფება, მათ შორის მძიმე პაციენტია 217, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 39. იემრეთის კოვიდ-სასტუმროში მოთავსებულია 270 პირი, ხოლო საკარანტინე სივრცეებში 35.
საქართველოში ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3 937 პირი ამოჯანმრთელდა.
სამწუხაროდ, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 37 ახალი შემთხვევა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 1 267 გარდაცვალების შემთხვევა.