იმერეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევა 6 დღეა არ გამოვლენილა. ქუთაისის ლაბორატორიამ 426 ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლია და ყველა პასუხი უარყოფითია. მათ შორის არიან პირები საკარანტინო ზონებიდან, მედპერსონალი და წყალტუბოს დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები.
კორონავირუსი არც ერთ მათგანს არ დაუდასტურდა. ყველა ანალიზი უარყოფითია.
ამ დრომდე იმერეთში PCR კვლევებით დადასტურებული 28 შემთხვევაა გამოვლენილი. საკარანტინო სივრცეებში კი 352 ადამიანი რჩება.
საქართველოში კორონავირუსი 615 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 275 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 9 პაციენტი.